თაფლი ბუნებრივი დამატკბობელია, რომელიც გაჯერებულია შთამბეჭდავი სამკურნალო თვისებებით.
ფლავონიდებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი თაფლი აგარიდებთ გულის დაავადებებს. თაფლი არის ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს წყლულების შემცირებას, ამშვიდებს ხველას და ასევე ხსნის ყელის ტკივილს.
უამრავი ვიტამინით, მინერალური მარილებითა და ორგანული მჟავებით გაჯერებული თაფლი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. აქვს დამამშვიდებელი და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებებლი ეფექტი, აუმჯობესებს მეხსიერებას.
თაფლი აქტიურად გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში და მის ბაზაზე უამრავი სამკურნალო საშუალება არის მომზადებული.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა წყალობითაც მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას და გაიჯერებთ ორგანიზმს უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით.
1. თაფლისა და ლიმონის ნაყენი
თაფლისა და ლიმონის ნაყენი საუკეთესოა გაციების დროს. ლიმონი ათხელებს ნახველს, თაფლი ამშვიდებს გაღიზიანებას.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- თაფლი 1 ს. კ.
- ლიმონის ცედრა 1 ს. კ.
- 1 ლ წყალი
მომზადების წესი:
პირველ რიგში, ლიმონი გახეხეთ. წყალი აადუღეთ, დაამატეთ ლიმონის ცედრა. თბილ ნაყენს შეურიეთ თაფლი და გააჩერეთ 10 წუთი.
ნაყენი გაციების დროს იდეალური საშუალებაა. შეგიძლიათ მიიღოთ რეგულარულად სასურველი შედეგის მიღებამდე.
2. თაფლისა და დარიჩინის ნაყენი
დარიჩინი ანტიოაქსიდანტების საუკეთესო წყაროა. ის უძველესი დროიდან გამოიყენება დიაბეტის, კანდიდოზის, ალცჰაიმერის, პარკინსონის სამკურნალოდ. დარიჩინი აქტიურად გამოიყენება ჭარბი კილოგრამების მოსაშორებლად, რადგან მას შეუძლია მეტაბოლიზმის ასწრაფება, წმენდს ნაწლავებს ტოქსინებისგან, გარდა ამისა, ის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ფინჯანი თაფლი
- დარიჩინის 4-6 ჩხირი
- 3 ლ წყალი
მომზადებისა და მიღების წესები:
დარიჩინის ჩხირები მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, აადუღეთ და დაუყონებლივ გადმოდგით ცეცხლიდან. შემდეგ თბილს დაამატეთ ფინჯანი თაფლი, აურიეთ და გააჩერეთ 2 საათი. ნაყენი გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. ნახევარი ფინჯანი მიიღეთ ღამე, ძილის წინ, ნახევარი_დილით, უზმოზე.
3. თაფლისა და ჯანჯაფილის ნარევი
თუ თქვენ საჭმლის მონელების პრობლემები გაქვთ უზომზე, ჭამამდე ნახევარი საათით, ადრე მიიღეთ 1 ჩ/კ თაფლისა და ნახევარი ჩ/კ ჯანჯაფილის ნარევი.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე. შემდეგ ერთი კვირა დაისვენეთ და საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ კვლავ გააგრძელოთ.
შემოთავაზებული საშუალება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.
4. მიხაკი და თაფლი
მიხაკი კბილის ტკივილის გასაყუჩებლადერთ-ერთი საუკეთესო საუალებაა. თუ თქვენ კბილი აგტკივდათ გამოიყენეთ ამ ორი ინგრედიენტის კომბინცია.
5. ვაშლის ძმარი და თაფლი
ვაშლის ძმრისა და თაფლის კომბინაცია საოცრებებს ახდენს. წონაში დსასკლებად უებარი საშუალებაა, დაგირეგულირებთ ქოლესტერინის დონეს, არტერიულ წნევას, საუკეთესოა ყელის ტკივილისა და გაციების დროს, მოგიხსნით გულძმარვას, კუჭის პრობლემებს, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.
ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- თაფლი 1 ჩ/კ
- წყალი 1 ჩ/ჭ
- ვაშლის ძმარი 1 ჩ/კ
მომზადებისა და მიღების წესები:
თბილ წყალს დაამატეთ მოცემული ინგრედიენტები, აურიეთ და მიიღეთ ყოველ დღე, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
გამოიყენეთ ბუნების საოცარი ქმნილება, თაფლი, მიიღეთ მისგან მაქსიმალური სარგებელი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.