ბუნებრივი საშუალება, რომელიც თქვენი თმის ზრდის სიჩქარეს რამდენჯერმე დააჩარებს

არსებობს მრავალი ფარმაცევტული სამკურნალო საშუალება, რომლებიც თმის სწრაფად ზრდას გვპირდებიან, მაგრამ ასევე არსებობს მკურნალობის ბუნებრივი მეთოდი, რომლებიც იგივე შედეგს გვაძლევენ.

დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ თმის გასაზრდელად ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას, რომლის მომზადებაც მარტივია და მისი მოხმარებით გასაოცარ შედეგებს მიიღებთ!

ინგრედიენტები:

3 ს.კ. დარიჩინი
6 ს.კ. თაფლი
6 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადების მეთოდი:

წყლის აბაზანაში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, შემდეგ კი დაამატეთ დანარჩენი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ, სანამ ნარევი თბილია, წაისვით თავზე და დატოვეთ ერთი საათის განმავლობაში, დაიხურეთ ქუდი.

შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

მიზეზები, რის გამოც შესაძლოა თმის ცვენა დაგეწყოთ:

  • რკინის დეფიციტი: როდესაც სისხლში არ არის საკმარისი რაოდენობის რკინა, შესაძლოა დაიწყოს თმის ცვენა.
  • ფარისებრი ჯირკვლის შენელებული მუშაობა: ფარისებრი ჯირკვლის შენელებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევები, რის შედეგადაც თმის ცვენა იწყება.
  • ზოგადი ჯანმრთელობის გაუარესება: არაჯანსაღი კვება, ვიტამინებითა და ცილებით დაბალი საკვების მოხმარება, მკაცრი დიეტა, გავლენას ახდენს თმის ზრდაზე.
  • ჩვეულებრივ, თმის ცვენა იწყება დაავადებების, ოპერაციების, ჰორმონალური ცვლილებების შემდეგ, როგორიცაა ორსულობა ან მენოპაუზა. თმის ცვენას ასევე იწვევს გარკვეული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები, კიბოს მკურნალობა, როგორიცაა ქიმიოთერაპია ან გამოსხივება, ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა ანემია, ჰიპოთირეოზი, ძლიერი ინფექციები ან ავტოიმუნური დაავადებები.