ბიოლოგები გვირჩევენ: თქვენ შეგიძლიათ ხილს, ბოსტნეულს და მწვანილს, ამ მარტივი მეთოდის დახმარებით ყველა პესტიციდი და ქიმიკატი მოაშოროთ.

არსებობს პოპულარული რეცეპტები, რომლებიც უკვე ბევრმა ადამიანმა გამოიყენა.

მაგრამ ასევე არსებობს რეცეპტი, რომელიც შემოგვთავაზა ექსპერტმა ბიოლოგმა.

სამწუხაროდ, ორგანული პროდუქტების მოხმარების საშუალება ყოველთვის არ გვაქვს (ანუ პროდუქტები, რომლებიც იზრდებიან ქიმიკატების გარეშე).

ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მინიმუმამდე დაიყვანოთ პესტიციდების არსებობა ბოსტნეულში, ხილსა და მწვანილში.

  1. ხილისა და ბოსტნეულისთვის წყალი არ არის სრულყოფილი საშუალება პესტიციდების მოსაშორებლად და ტოქსიკური ნივთიერებების აღმოსაფხვრელად.
  2. შეიძლება გაიწმინდოს ფუნჯით – ნაზად გახეხეთ ისინი, რათა ზედაპირიდან მოაშოროთ ჭუჭყიანი და ტოქსიკური ნივთიერებები.
  3. არ დატოვოთ გარეცხილი ხილი და ბოსტნეული, რადგან ტენიანობა ხელს უწყობს მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების ზრდას.
  4. გააცალეთ ბოსტნეულს და ხილს კანი.

პესტიციდების მოშორების რეცეპტები:

1. ლიმონი და ძმარი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 2 სუფრის კოვზი ძმარი 2 ლიტრ წყალს დაამატეთ და მოათავსეთ ბოსტნეული, ხილი და მწვანილი 20-30 წუთის განმავლობაში.

2. ძმარი და მარილი

თასში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, დაამატეთ 50-70 მლ ვაშლის ძმარი და 3 სუფრის კოვზი მარილი, კარგად ავურიეთ.

ამ ნაზავში ხილი და ბოსტნეული 20 წუთის განმავლობაში დატოვეთ, შემდეგ გარეცხეთ.

3. ნატრიუმის ბიკარბონატი

1 სუფრის კოვზი სოდა დაუმატეთ 1 ლიტრ წყალს.

ამ სითხეში დატოვეთ ხილი და ბოსტნეული რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ.

4. ბიოლოგის რჩევა

რჩევა, რომელსაც შემოგთავაზებთ, გაგვიზიარა ბიოლოგმა მაურ ველიომ:

ეს პროცესი დაყოფილია ეტაპად:

1. ბოსტნეული მოათავსეთ სუფთა წყლით სავსე თასში და დატოვეთ ხუთი წუთის განმავლობაში (ეს პირველი ნაბიჯი).

2. შემდეგ ბოსტნეული მშრალ ადგილას გადაიტანეთ და წყალს დაუმატეთ სოდა – 1 სუფრის კოვზი თითოეულ ლიტრზე. მოათავსეთ ბოსტნეული და დატოვეთ 40 წუთით.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან პროფესორის თქმით, სოდა პესტიციდების 90% –ს შლის.

3.  ბოსტნეული ხუთი წუთის განმავლობაში კვლავ მოათავსეთ სუფთა წყლით სავსე თასში.

პროფესორმა მაურომ ნათლად აღნიშნა: ,,არ შეიძლება სოდის და ძმრის ერთად გამოყენება, რადგან ძმარი სოდას ეფექტს უკარგავს.”

4. ბოსტნეული მოათავსეთ წყლიან თასში და დაამატეთ ძმარი – 1 სუფრის კოვზი თითოეულ ლიტრზე.

პროფესორის თქმით, ბოლო ეტაპზე პესტიციდების მოშორებას 40 წუთი სჭირდება.

გაუზიარეთ ეს სასაგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც.