ხილითა და ბოსტნეულით გაჯერებული სუფთა წყალი საუკეთესო საშუალებაა, რათა მიიღოთ მეტი სითხე და უზრუნველყოთ ორგანიზმის დატენიანება, აგრეთვე შეითვისოთ ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ანტიოქსიდანტები, სასარგებლო ვიტამინები, მინერალები, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები და ბოჭკოები. შედეგად აქტიურდება ნაწლავების გაწმენდის პროცესი, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ საკვების უკეთესად შეწოვას.
ნაწლავის გაწმენდა განსაკუთრებით აუცილებელია 40-45 წლის შემდეგ. გახსოვდეთ, რომ სუფთა ნაწლავები კარგი ჯანმრთელობისა და ლამაზი გარეგნობის საწინდარია.
შემოგთავაზებთ საოცრად ეფექტური ორი დეტოქს სასმელის რეცეპტებს, რომელთა დახმარებით უზრუნველჰყობთ არა მხოლოდ ნაწლავების გაწმენდას, არამედ მეტაბოლიზმის დაჩქარებას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
რეცეპტი N1
გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ლ წყალი
- ¼ ჩ. ჭ. დაჭრილი ჭარხალი ან სტაფილო
- ლიმონის წვენი 3-5 ს. კ.
- 1 ცალი დაჭრილი ფორთოხალი ან ვაშლი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ, შეგიძლიათ დაამატოთ თაფლიც. მომზადებული სასმელი მიიღეთ დღის განმავლობაში, ჭამიდან ჭამამდე შუალედში.
რეცეპტი N2
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ლ წყალი
- 1 ჩ. ჭ. დაჭრილი კომბოსტო ან ისპანახი ან მწვანილების ნარევი (ოხრახუშის, კამის, სალათის ფოთლების, 2 ღერი ნიახურის)
- ლიმონის წვენი 3-5 ს. კ.
- 1 ცალი დაჭრილი ვაშლი
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული სასმელის 1 ჩ. ჭ. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და გაიუმჯობესეთ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუქციონირება, გათავისუფლდით ყაბზობისგან და მეტეორიზმისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას!