ტოპ-7 მითი საკვების შესახებ, რომლებიც დღემდე გჯერათ

1583

დღეს ჯანსაღი ცხოვრების წესი საკმაოდ პოპულარული მიმდინარეობაა. მისი ძირითადი ნაწილი სწორი კვებაა, რომლის გაგებაც ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია.

არსებობს 7 მითი სწორი კვების შესახებ, რომლებიც დღემდე გჯერათ და ხელს გიშლით სწორად კვებაში. ახლა სწორედ ამ მითებზე ვისაუბრებთ.

1. დღეში სამჯერ უნდა ვჭამოთ

საუზმე, სადილი და ვახშამი – ეს კვების ყველაზე გავრცელებული სქემაა. თუმცა, სცადეთ საკუთარი ორგანიზმის მოსმენა: დღეში რამდენჯერ გინდებათ ჭამა? სამზე მეტჯერ? ალბათ… თუ მოგშივდათ, ნუ დაელოდებით ვახშამს, რომელიც რამდენიმე საათშია დაგეგმილი. არც ძალიან მსუყედ შეჭამოთ ამ დროს. მიიღეთ საკვები მხოლოდ მაშინ, როცა გშიათ და არა – გინდათ. გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, ჭამოთ ყველაფერი, რაც თეფშზე გიდევთ. ორგანიზმი ვერ გაგიგებთ თქვენს პრინციპულობას ძვირადღირებული კერძების ბოლომდე შეჭმასთან დაკავშირებით.

2. რაციონში ბევრი უმი ხილ-ბოსტნეული უნდა იყოს

როგორც ამბობენ, რაც ზედმეტია, ის ჯანსაღი არაა. დაიცავით ზომიერება. რაციონში უმი ხილ-ბოსტნეულის ძალიან დიდი წილი იწვევს მუცლის შებერილობას, გულძმარვასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა პრობლემებს. ოპტიმალური ურთიერთობა უმი და მოხარშული ხილ-ბოსტნეულისა – 2:3-ია, უკიდურეს შემთხვევაში კი – 1:1.

3. ორგანიზმს ყოველდღე სჭირდება ცხელი საკვები

ეს მითია, რადგან ნაწლავებისთვის სულ ერთია, მასში ცხელი სუპი ხვდება თუ ცივი, რადგან, გადამუშავების პროცესში, საკვების ტემპერატურა სხეულისას უთანაბდრება. ეს უბრალოდ მრავალი თაობის ჩვევაა, ცხელი საკვები მიიღოს.

4. კვერცხი ზრდის ქოლესტერინის დონეს

აღმოჩნდა, რომ კვერცხში არსებული ქოლესტერინი თითქმის არ მოქმედებს სისხლში არსებული ქოლესტერინის დონეზე. სისხლში ქოლესტერინის მხოლოდ მესამედი ხვდება საკვებიდან, კვერცხის ქოლესტერინს კი სისხლი თითქმის არ იწოვს. იმის ნაცვლად, რომ კვერცხის რაოდენობა შეამციროთ რაციონში, უმჯობესია, მიირთვათ ნაკლები ცხიმიანი ხორცი და რძის პროდუქტი, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენს ქოლესტერინის საფრთხეს.

5. უცხიმო პროდუქტი სასარგებლოა

მწარმოებლები თავიანთ “ჯანსაღ” პროდუქციაში ხელოვნურ დამატკბობლებს, გემოს სტაბილიზატორებსა და არომატიზატორებს იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ უცხიმო პროდუქტის გემოს ჩვეულებრივთან კონკურირების უნარი ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, უცხიმო პროდუქტის ნატურალობა იკარგება. უამრავი კვლევით დამტკიცდა კავშირი დამატკბობლების მომატებულ დოზასა და სიმსუქნით, დიაბეტით, გულის დაავადებებითა და დეპრესიით დაავადების რისკს შორის.

6. მაკარონი ასუქებს

ხორბლის მყარი სახეობებისგან დამზადებული მაკარონი მიეკუთვნება ნელი ნახშირწყლების ჯგუფს და ნაკლებად იწვევს ცხიმების დაგროვებას. საფრთხე მაშინ ჩნდება, როცა იგი სოუსებთან და კალორიულ დანამატებთან ერთად იყიდება.

7. დღეში აუცილებლად 2 ლ სუფთა წყალი უნდა დალიოთ

წყალს ბევრი საკვები პროდუქტი და სასმელი შეიცავს, რომლებსაც დღის განმავლობაში მოვიხმართ. ამიტომ დღეში 2 ლ სუფთა წყლის დალევა საჭირო არაა.

მეორე მხრივ, სპორტსემენს, ცხელი ქვეყნების მოსახლეობასა და გარკვეული თავისებურებების მქონე ადამიანებს უფრო მეტი წყალი ესაჭიროებათ, ვიდრე დანარჩენებს. მთავარია, ამ საკითხში წყურვილის შეგრძნებით ისარგებლოთ. ძალით წყალს ნუ დალევთ.

თქვენ რომელი მითები იცით, ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით?