ჩიზქეიქი ზებრა: როგორ მოვამზადოთ საყარელი ნუგბარის განსხვავებული ვარიანტი

ცადეთ და მოამზადეთ უგემრიელესი მადისაღმძვრელი მარმარილოს ჩიზქეიქი ,, ზებრა“, რომლის გასაოცარი გემო არასდროს დაგავიწყდებათ.

ამ საოცრების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:

  • ხაჭო 500 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მაწონი 120 გრ
  • კაკაო 1 ს. კ.
  • ვანილი 3 გრ
  • შაქარი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხაჭო და მაწონი დააბლენდერეთ, დაამატეთ კვერცხი, ვანილი და მიღებული ერთგვაროვანი მასა ორ ნაწილად გაყავით.
  2. ერთ ნაწილს დაამატეთ კაკაო. აიღეთ ფორმა და თეთრი და კაკაოს მასები რიგრიგობით ჩასხით.
  3. დაახლოებით ერთი საათი გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. ჩიზქეიქი გააციეთ და შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან.

ჩიზქეიქი ზებრა ჩემი საყვარელი ნუგბარია, ამიტომ ხშირად ვამზდებ და ვანებივრებ ჩემს საყვარელ ადამიანებს.

მოამზადეთ გასაოცარი ჩიზქეიქი ზებრა და გემრიელად მიირთვით.