ქალბატონების უმეტესობა ნაოჭების საწინააღმდეგოდ უპირატესობას ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს. ეს მათი ეფექტურობით, სიმარტივითა და დაბალი ღირებულებით არის განპირობებული.
რა იწვევს ნაოჭების წარმოქმნას?
დაბერების პროცესში კანი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. კანის უჯრედები უფრო ნელა იყოფა, რაც დერმის ფენას ათხელებს, უფრო ღრმა ფენას კი აფხვიერებს. ეს პროცესი გავლენას ახდენს თითოეულ მომდევნო ფენაზე.
დაბერების პროცესის დაჩქარება შეიძლება მზის სხივების გადაჭარბებულმა ზემოქმედებამ გამოიწვიოს.
თუ გსურთ, კანს დიდი ხნით შეუნარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, რეგულარულად უნდა გამოიყენოთ დამცავი საშუალებები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომლიც ეფექტურად ებრძვის თვალის ირგვლივ არსებულ ნაოჭებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი: ვიტამინი E, ბეგქონდარას ეთერზეთი და ქოქოსის ზეთი.
ვიტამინი E უძლიერესი ანტიოქსიდანტია და ებრძვის თავისუფალ რედიკალებს, რომლებიც აზიანებს ორგანიზმის უჯრედებს, განსაკუთრებით კი კანის.
ქოქოსის ზეთი კანის საუკეთესო დამატენიანებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
ბეგქონდორას ეთერზეთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ კანის პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- E ვიტამინი 2 კაფსულა
- ბეგქონდარას ეთერზეთი 2 წვეთი
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
მომზადებული საშუალება ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ თვალების ირგვლივ კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. ნარჩენები შეიშრეთ ხელსახოცით. მალამო გამოიყენთ ყოველ დღე, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე.
ზოგიერთი ზეთი კანზე იწვევს გაღიზიანებას, ამიტომ მალამოს გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. ნაზავის 1-2 წვეთი წაისვით მაჯის შიგნითა მხარეს და გაიჩერეთ 1-2 საათი. თუ შეამჩნევთ კანის გაღიზიანებას ან სიწითლეს, მალამო არ გამოიყენოთ.