7 დადებითი ეფექტი, რომელსაც კვირაში ერთხელ პაპაიას მირთმევით მიიღებთ

1924

1. პაპაია ადაბლებს ქოლესტეროლს.

ეს ხილი მდიდარია ფაიბერით, რაც ადაბლებს ქოლესტეროლის დონეს. ამასთანავე, მისი ანტიოქსიდანტები და ვიტამინები ამცრებს გულის დაავადებების რისკს.

2. გეხმარებათ ჭიებისა და პარაზიტების მოშორებაში.

ჭიებს და პარაზიტებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ თქვენს ორგანიზმს, რის გამოც მათზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. პაპაიას შეუძლია მათი კვერცხების განადგურება, რაც მის მირთმევას საკმაოდ მომგებიან ფაქტად აქცევს.

3. აუმჯობესებს იმუნიტეტს.

ეს ტროპიკული ხილი შეიცავს A, C და E ვიტამინებს, რომლებიც იმუნური სისტემისთვისაა საჭირო. ამის წყალობით მარტივად გაიუმჯობესებთ იმუნიტეტს.

4. ამცირებს ანთებას კანის ზედაპირზე.

პაპაიას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც გააჩნია. მისი წყალობით მარტივად შეგიძლიათ ებრძოლოთ კანის სხვადასხვა ანთებას, ასევე ასთმისა და ართრიტისგან გამოწვეულ კანის პრობლემებს.

5. ანელებს დაბერების პროცესს.

პაპაია უამრავ სასარგებლო ნუტრიენტს შეიცავს, რის გამოც მას შეუძლია დაბერების პროცესი შეანელოს. მაგალითად ზემოთ ნახსენები ვიტამინები და ანტიოქსიდანტები იცავენ თქვენს კანს მზის დაზიანებისგან, ნაოჭების წარმოქმნისგან და დაზიანებული უჯრედების ფორმირებისგან.

6. არეგულირებს სისხლის წნევას.

ამას პაპაია მასში არსებული კარპაინის კომპონენტის წყალობით ახერხებს, რომელიც სისხლის წნევაზეა პასუხისმგებელი.

7. ადაბლებს სტრესის დონეს.

C ვიტამინის წყალობით პაპაიას შეუძლია სტრესის შემცირება. ეს დასკვნა ალაბამას უნივერსიტეტის მიერაა გამოქვეყნებული, სადაც თვლიან რომ აღნიშნული ასპექტი სტრესის ჰორმონების მიმოქცევას არეგულირებს.