რა უნდა ჭამოთ ვარჯიშის ეფექტურობის გასაზრდელად

0
910

ვარჯიშის წინ

ამ დროს არც ზედმეტი არ უნდა ჭამოთ და არც ცარიელი მუცლით არ უნდა ივარჯიშოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის წინ ნაჭამი ნებისმიერი რამ სწორედ ის იქნება, რასაც ვარჯიშის დროს ორგანიზმი გადაამუშავებს. შესაბამისად ეს უნდა იყოს პროტეინით მდიდარი პროდუქტი ან ფაიბერის შემცველი საჭმელი. ცხოველის პროტეინები დაგეხმარებათ კუნთების გამოკვეთაში, ხილი კი დაეხმარება მომნელებელ სისტემას და გააქტიურებს ბუნებრივ გამწმენდ პროცესებს ორგანიზმში.

რისი ჭამაა რეკომენდირებული ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე:

  • ვაშლი და ყველის სენდვიჩი
  • რძე და ხილი
  • მწვანე სალათი ქათმით ან თევზით
  • იოგურტი და ხილი
  • თხილეული
  • ხილის კოქტეილი ან ნატურალური წვენები

ვარჯიშის დროს:

ვარჯიშის დროს წყალია მნიშვნელოვანი. არ დაგავიწყდეთ ბოთლით მისი მომარაგება, თანაც იმ რაოდენობის წყალი უნდა მოიმარაგოთ, რამდენიც დეჰიდრატაციისგან დაგიცავთ. წყალი ორგანიზმს ეხმარება საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში და გლუკოზის წარმოქმნაში, რაც თქვენი ორგანიზმის მუშაობისთვის საჭირო ბუნებრივ საწვავს წარმოადგენს.

გლუკოზით მდიდარი პროდუქტებია:

  • ნატურალური ხილის წვენი
  • ბანანი
  • ქიშმიში

ვარჯიშის შემდეგ:

ვარჯიშის შემდგომი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს თქვენი სხეული შეცვლას იწყებს მის მიერ გამოვლილი ფიზიკური აქტივობების მიხედვით. თქვენი მეტაბოლიზმი ჩქარდება და კუნთები ტრანსფორმაციას იწყებს.

ეს პროდუქტები ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ:

  • ბოსტნეული
  • დაბალცხიმიანი ხორცი ან თევზი
  • შერეული მწვანე სალათები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here