თუ გსურთ, გაიწმინდოთ ნაწლავები ნარჩენებისგან, ღვიძლი ზედმეტი ცხიმისგან, გაიუმჯობესოთ მხედველობა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ჭარხალი.
უამრავი საკვები ნივთიერებით დატვირთული ჭარხალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, გმატებთ ენერგიას.
ჭარხალი შეიცავს ბეტაინს და ტრიპტოფანს, იშვიათ ნივთიერებებს, რომლებიც ამშვიდებს ნერვებს. ჭარხალს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.
შემოგთავაზებთ გემრიელი და სასარგებლო სალათის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ დღე.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჭარხალი 2-3 თავი
- ხახვი 2 თავი
- ზეითუნის ზეთი
- ძმარი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ჭარხალი მოხარშეთ მარილიან წყალში და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ხახვი დაჭერით და შეურიეთ ჭარხალს. შემდეგ დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი, ძმარი და მარილი გემოვნებით. მომზადებული სალათი გააჩერეთ ერთი საათი და შემდეგ გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო სალათი და გაიწმინდეთ ნაწლავები, ღვიძლი, გაიუმჯობესეთ მხედველობა და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სალათი შეგიძლიათ მიირთვათ ყოველ დღე.
ჭარხალი ძალიან სასარგებლოა, ამიტომ დაამატეთ ის კვების ყოველდღიურ რაციონს!