ყოველწლიურად ერთმა და იმავე საკითხმა რომ არ შეგაწუხოთ, თუ ხახვის კარგი მოსავალი რატომ არ გაქვთ, ხახვის მოვლის საიდუმლო მეთოდების შესახებ წაიკითხეთ.
1. დარგვამდე 3 საათით ადრე მარილწყალში დაასველეთ
1 ს/კ მარილი 1 ლ წყალში გახსენით. შემდეგ 2 საათი მანგანუმის მუქ ხსნარში გააჩერეთ. ამის შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ.
2. მეთოდები, ხახვის ბუზებმა რომ არ შეგაწუხოთ:
როცა პირველი ფოთლები გამოჩნდება, ხახვი ჯერ წყლით მორწყეთ, შემდეგ ხსნარი მოამზადეთ: 2 ს/კ ნიშადურის სპირტი 1 ვედრო წყალში გახსენით. 6 მეტრზე 3 ვედრო ხსნარი დაგჭირდებათ. მეორე დღეს ჩვეულებრივი წყლით მორწყეთ.
10-14 დღეში ამავე სქემით მორწყეთ, მაგრამ ნიშადურის ნაცვლად 1 ს/კ მარილი 1 ლ წყალში გახსენით. 10 დღეში ამავე სქემით მანგანუმის ძლიერი ხსნარით მორწყეთ.
3. სასუქი
ხახვს საფუარის ხსნარი ძალიან უყვარს: 100 გრ საფუარი 1 ვედრო წყალში გახსენით. 1 საათით დააყენეთ. ხახვი ჯერ ჩვეულებრივი წყლით მორწყეთ, რამდენიმე საათის შემდეგ კი სასუქი მიაწოდეთ. 1 დღის შემდეგ ჩვეულებრივი წყლით მორწყეთ.
4. მოსავლის აღების შემდეგ ხახვი ჯერ მზეზე გააშრეთ.
თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.