თუკი თავს ზედმეტად დაღლილად გრძნობთ, ყავის დალევის გარეშე ცხოვრების გაგრძელება არ შეგიძლიათ და ენერგეტიკული სასმელებითაც ვერ იღებთ საკმარის ენერგიას, მაშინ ეს მეთოდები უნდა გამოიყენოთ. ისინი დაგეხმარებათ ტვინის გამოფხიზლებაში ისეთ მომენტებში, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ:
#1: ჩაკბიჩეთ ლიმონი
ლიმონის ჩაკბეჩვას სახეში ხელის გარტყმის ეფექტი ექნება თქვენთვის და მაშინვე გამოგაფხიზლებთ.
#2: შეისხით სახეში ცივი წყალი
ეს იდეალური ხრიკია გამოსაფხიზლებლად და ენერგიის მოსამატებლად. იგივე ეფექტი ექნება კისერზე ყინულის კუბის დადებას.
#3: დაისხით მაჯებზე ცივი წყალი
ეს მეთოდი წყლის სახეზე შესხმის მსგავსად მოქმედებს და მაშინ გამოგადგებათ, როდესაც სახეზე წასმული მაკიაჟის გაფუჭებას ერიდებით.
#4: ცადეთ ყურის მასაჟი
ეს ძველი ბუდისტური ტექნიკაა, რომელიც მედიტაციისას ბერებს ჩაძინებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდათ. მოუჭირეთ ყურის ქვედა ნაწილს თითები ძლიერად და ეს მაშინვე გამოგაფხიზლებთ.
#5: დაამთქნარეთ ძალით
დამთქნარება ტვინის გაგრილების ნატურალური გზაა. მოწყენის ან დაღლის დროს ტვინის ტემპერატურა იზრდება, რის დროსაც დამთქნარებით გამოფხიზლებას მარტივად შეძლებთ. ამისთვის ძალით უნდა დაამთქნაროთ მინიმუმ ხუთჯერ.
#6: რამის დაღეჭვა
დაღეჭეთ მენთოლის არომატის მქონე ნებისმიერი რამე და ეს სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ასევე თუ ჭამას აპირბთ, შეუკვეთეთ კერძი ხახვის გარეშე, რადგან ეს პროდუქტი გამაყუჩებელი ეფექტით გამოირჩევა და გამოფხიზლების საპირისპირო ეფექტი ექნება თქვენზე.
#7: დაჭიმეთ კუნთები
20 აზიდვის გაკეთება ან უბრალოდ 30 წამის განმავლობაში მთელი სხეულის კუნთების დაჭიმვა ასევე იდეალური გზაა გამოსაფხიზლებლად. ეს ყავის დალევის მსგავსად ორდინალური ხრიკი არ გახლავთ, თუმცა იგი ნამდვილად ეფექტურია.