ბავშვები უსუფთაოები არიან… ამასთან, დედებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ყოველთვის ისეთ თამაშს ირჩევს, რომლის დროსაც ყველაზე დიდი შანსია დაბინძურებისა. საერთოდ, ტანსაცმელის რეცხვის საკითხი ძალიან მწვავეა. როგორ გავრეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი? ამ საკითხში ქვემოთ გავერკვევით.
როგორ გავრეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი
სანამ ტანსაცმლის რეცხვას დაიწყებდეთ, უნდა გაიაროთ მოსამზადებელი ეტაპი. ამ შემთხვევაში, ნივთები შეინარჩუნებს ფერს, ხოლო ქსოვილები – სტრუქტურას. საბოლოო ჯამში, ტანსაცმელი უფრო დიდხანს გაძლებს. რჩევები მოიცავს:
- იარლიყის გაანალიზებას;
- სორტირებას;
- წინასწარ გავლებას.
რომელიმე ნაწილის უგულებელყოფამ შეიძლება ტანსაცმლის გაფუჭება გამოიწვიოს. ამიტომ, დავაზუსტოთ ჩამონათვალის ყველა ელემენტი.
1. იარლიყის გაანალიზება
მწარმოებლები იარლიყზე რეცხვის შესახებ სრულ ინფორმაციასა და რჩევებს ატანენ. აქ იპოვით ინფორმაციას რეცხვის ოპტიმალურ ტემპერატურასა და შრობის მეთოდებზე.
2. სორტირება
თეთრი ნივთები ფერადებთან ერთად არ უნდა გაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქსოვილი გადაიღებება. საბოლოო ჯამში, ტანსაცმელი უბრალოდ გაფუჭდება და მოგიწევთ დროზე ადრე გადააგდოთ.
3. წინასწარი გავლება
რჩევა რთულ ლაქებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. სისხლის ან ცხიმის ლაქებს ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება ვერ უმკლავდება. ქსოვილი ჯერ უბრალო საპნისა და წყალბადის ზეჟანგის ხსნარით უნდა გარეცხოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსოთ სარეცხი მანქანის ბარაბანში.
გადავიდეთ უშუალოდ რეცხვაზე. ამისთვის საკმაოდ ბევრი რჩევა არსებობს, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ორ უმთავრესს გთავაზობთ. ესენია:
- სარეცხი ფხვნილის შერჩევა;
- დამატებითი საშუალებების გამოყენება.
ეს რჩევები დაგეხმარებათ ზემოხსენებულ მისიასთან საუკეთესოდ გამკლავებაში. ნიშვნელოვანია თითოეული რეკომენდაციის ცოდნა.
1. ფხვნილის შერჩევა
რით გავრეცხოთ ახალშობილის ნივთიები? მწარმოებლები უკვე დიდი ხანია გვთავაზობენ სპეციალიურ ჰიპოალერგენულ შემადგენლობებს. სარეცხი საშუალების კომპონენტები არ აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. იგი სრულიად უსაფრთხოა.სარეცხი ფხვნილის ჩვეულებრივი სახეობა “ზრდასრულებისთვის” გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს.
2. დამატებითი საშუალებები
კონდიციონერების ან ანტისტატიკების გამოყენება ბავშვის ტანსაცმლისთვის დაუშვებელია! მიზეზი – ალერგიის რისკია. სტატიკური დაძაბულობის მოხსნა ჩვეულებრივ ფოლგასაც შეუძლია. დაახვიეთ იგი პატარა ბურთულებად (მაქსიმუმ 5 ბურთულა) და მოათავსეთ სარეცხი მანქანის ბარაბანში. ამ მეთოდის ეფექტი იგივეა, როგორიც ანტისტატიკის გამოყენებისას.
თქვენ როგორც რეცხავთ ბავშვის ტანსაცმელს?