ყველა გირლს სურს მიმზიდველი და ლამაზი გარეგნობა ჰქონდეს, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამისთვის ძვირიანი კოსმეტიკის ყიდვა საჭირო საერთოდ არ არის. არსებობს ისეთი ხალხური მეთოდებიც, რომელიც იდეალური ვიზუალის მიღებაში დაგეხმარებათ. ამ სიაში სწორედ ისინია წარმოდგენილი:
მარილიანი წყალი შეშუპებული სახისთვის
გახსენით მარილი წყალში და ჩაალბეთ მასში პირსახოცი, შემდეგ კი დაიდეთ ქსოვილი სახეზე 10 წუთის განმავლობაში.
აქციეთ თქვენი ტუჩები უფრო სავსე და სექსუალურ ასპექტად ზეთის და კბილის ჯაგრისის დახმარებით
წაისვით რომელიმე კოსმეტიკური ზეთი თქვენს ტუჩებზე – ატმის ზეთი, ნუშის ზეთი ან რაიმე მსგავსი. აიღეთ რბილი კბილის ჯაგრისი და დაზილეთ ტუჩები მისი გამოყენებით 1 წუთის განმავლობაში.
გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი მბრწყინავი და ტენიანი კანისათვის
თქვენი სახის ზეითუნის ზეთით მოვლა სუფთა, გლუვი და რბილი კანის ქონაში დაგეხმარებათ. დაიორთქლეთ სახე და შემდეგ გაიკეთეთ მასზე მასაჟი ზეთის გამოყენებით 7 წუთის განმავლობაში. საუკეთესო შედეგისთვის გაიმეორეთ ეს ყოველ 4-5 დღეში.
თაფლი გეხმარებათ ანთების და გამონაყარის შემცირებაში
წაისვით თაფლი გამონაყარზე და დატოვეთ 15 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს მეთოდი მის ზომას შეამცირებს და მას ნაკლებად შესამჩნევს გახდის, რისი დაფარვაც შემდეგ მაკიაჟით შეგიძლიათ.
გამოიყენეთ თვალის წვეთები სახის ანთების წინააღმდეგ
სახის კანის ანთებისა და გამონაყარის წინააღმდეგ თვალის წვეთებიც ეფექტური იარაღია. ჩაალბეთ ბამბის ნაჭერი თვალის სიწითლის სამკურნალო წვეთებში და შედევით საყინულეში 5 წუთით. შემდეგ იგი რბილად დაიდეთ პრობლემური კანის ზედაპირზე და ამით გამონაყარს შეუმჩნეველს გახდით.
სრულიად ნატურალური მაკიაჟის მომშორებელი
აურიეთ სუფთა წყალი და ზეითუნის ზეთი 3:1 პროპორციით შუშის ქილაში და აანჯღრიეთ კარგად შეზავებამდე. ამის შემდეგ მისი დახმარებით მარტივად მოიშორებთ მაკიაჟს.
საცხობი სოდა ჩაბრუნებული თმის მოსაშორებლად
პატარა ჯამში აურიეთ 1 ჩ/კ სოდა და დაფქვილი შვრია 1 ს/კ წყალთან ერთად. აურიეთ სქელი პასტის მიღებამდე და წაისვით ნაზავი კანზე 5 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცხელი წყლით.
გამოიყენეთ საცხობი სოდა თვალის ქვეშ გაჩენილი შავი წრეების შესამცირებლად
დაუმატეთ 1 ჩ/კ საცხობი სოდა ცხელი წყლით სავსე ჭიქას ან ჩაის და აურიეთ კარგად. ჩაალბეთ მასში ბამბის ნაჭერი და დაიდეთ იგი თვალების ქვეშ. მოიცადეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ და სუფთა კანზე წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე და შედეგს მალე შეამჩნევთ.
ბანანის თმის მასკა მბრწყინავი თმისათვის
აურიეთ 1 ბანანი, 1 კვერცხი, 1 ს/კ თაფლი და 1/2 ჭიქა შავი ლუდი პატარა ჯამში და აურიეთ კარგად გაჯერებამდე. მიღებული მასა წაისვით თმაზე და დაიტოვეთ რამდენიმე საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ხრიკის გამოყენება შეიძლება კვირაში ერთხელ.
ქოქოსის და ლავანდის ნაზავით წამწამების დაგრძელება
აურიეთ 1/2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი 4 წვეთ ლავანდის სურნელოვან ზეთთან. ჩააწეთ მასში ბამბის ნაჭერი და წაისვით იგი წამწამებზე მათი სრულიად დაფარვისათვის. გამოიყენეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ და ამის დახმარებით თქვენი წამწამები უფრო სქელი და მბზინვარე გახდება.