თუ ჯანსაღად იკვებებით და წონაში მაინც ვერ იკლებთ, ამაში დამნაშავე შესაძლოა კორტიზოლი იყოს.

თუკი რეგულარულად ვარჯიშობთ და ჯანსაღად იკვებებით, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებთ, მაშინ ეს შეიძლება კორტიზოლის დამსახურება იყოს. ეს ჰორმონია, რომელიც იმაზეა პასუხისმგებელი, თუ როგორი რეაქცია გვაქვს საფრთხეზე. თუმცა, კორტიზოლის გადაჭარბებული დოზების გამომუშავებამ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას. მისი რეგულარულად და ზედმეტი ოდენობით გამომუშავების ერთ-ერთი მიზეზი გამუდმებით სტრესის ქვეშ ყოფნაა. ამიტომ მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებემ. მისი დიდი ოდენობით გამოყოფა ანადგურებს კუნთებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს მეტაბოლიზმე.

დიდი ოდენობით კორტიზოლის ქონის სიმპტომებია:

  • ხასიათის ცვლილებები: ბრაზი, შფოთვა, დეპრესია
  • გამუდმებული დაღლილობა
  • თავის ტკივილი
  • უმიზეზო წონაში მატება
  • დიარეა
  • ძილის პრობლემები
  • ხშირი თმა და ნაოჭები
  • სახის დაშუპება და ქონი კისერზე

როგორ უნდა შევამციროთ ამ ჰორმონის მოჭარბებული რაოდენობა:

ასეთ დროს თავიდან უნდა აიცილოთ დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საჭმელების მიღება, თამბაქო და ალკოჰოლი.

საჭმელი რომელიც ასეთ დროს უნდა ჭამოთ:

  • B5 ვიტამინით მდიდაი საჭმელები, როგორიცაა ნუში, რძე, ორაგული, შვრია. ასევე სასარგებლოა ლობიო, ბრინჯი და მზესუმზირის თესლებიც.
  • ჭამეთ ინტერვალების დაცვით. შეგიძლიათ დღეში ხუთჯერ ჭამოთ, მაგრამ ჯანსაღი პორციებით. არ დაგავიწყდეთ ჭამის რეჟიმის დაცვა, რადგან ეს კორტიზოლის გამოყოფას იწვევს.
  • ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ, მაქსიმუმ 50 წუთით, რადგან ზედმეტი ვარჯიში ასევე ზრდის კორტიზოლის დონეს. არასდროს ივარჯიშოთ 7 დღე გადაბმულად.
  • კარგად გამოიძინეთ. მნიშვნელოვანია 8-10 საათიანი ძილი რათა ორგანიზმში კორტიზოლის ოდენობა შემცირდეს მის დასვენებასთან ერთად.
  • განიტვირთეთ. მიმართეთ მაგალითად მედიტაციას ან სხვა გზით დასვენების საშუალებას.
  • არ დალიოთ ენერგეტიკული სასმელები, ალკოჰოლი და კოფეინის შემცველი სასმელები.
  • დალიეთ ბევრი წყალი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ დღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მინერალური დანამატები სწორედ წყლის დალევის შედეგად შეგიძლიათ მიიღოთ. ასევე აქციეთ ჩვევად დილაობით ერთი ჭიქა წყალის დალევა უზმოზე და ასევე ძილის წინაც დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.