ძილის წინ 5 წუთიანი პროცედურა ჩაიტარეთ. ფეხების ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი აღარ შეგაწუხებთ

ვაშლის ძმარი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია, ძლიერი ტუტე აგენტია, რომელიც  აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

ვაშლის ძმარი არეგულირებს სისხლის წნევას და წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან, ამცირებს მადას.

ვაშლის ძმარი ებრძვის სოკოს და უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

გაიკეთეთ ვაშლის ძმრის აბაზანები და დაივიწყეთ ფეხის უსიამოვნო სუნი. 2 ლიტრამდე თბილ წყალს დაამატეთ ნახევარ ჩაის ჭიქამდე ვაშლის ძმარი და 10 წუთით ჩაყავით ფეხები.

შემოგთავაზებთ ვაშლის ძმრის გამოყენების რამდენიმე გზას

1. სამკურნალო სავლები

ვაშლის ძმრის ბაზაზე მოამზადეთ სავლები. ჭიქა თბილ წყალს დაამატეთ მეოთხედი ჭიქა ვაშლის ძმარი და გამოივლეთ ყელში.

2. ამცირებს გულძმარვას

გულძმარვის შესამსუბუქებლად დალიეთ ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და ნახევარი ჭიქა წყლის ნარევი.

3. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება

ვაშლის ძმარი საუკეთესოა ქერტლის მოსაშორებლად. გარდა ამისა, აძლიერებს თმას, ანიჭებს ბუნებრივ ბზინვარებას და არბილებს.

მეოთხედი ჭიქა ვაშლის ძმარი და მეოთხედი ჭიქა წყალი აურიეთ. ნარევი შეიზილეთ თავის კანზე და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე პროცედურის შემდეგ მოიშორებთ ქერტლს. თმა გაგიხდებათ ბზინვარე და დამყოლი.

4. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

თუ კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 ჩ. კ. ვაშლის ძმარი და ყოველი ჭამის წინ დალიეთ თითო-თითო ჭიქა.

ამ გზით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას.

5. ართრიტისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო

ართრიტისა და სახსრების ტკივილს დაიამებთ თუ 15-20 წუთით ჩაყოფთ ფეხებს თბილი წყლისა და ვაშლის ძმრის აბაზანაში.

თუ ტკივილი სხეულის სხვა ნაწილებში გაქვთ, პირსახოცი გააჯერეთ მომზადებულ ნარევით და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე.

6. წმენდს ჰაერს

სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად მოამზადეთ 1 წილი ვაშლის ძმრისა და 1 წილი წყლის ნარევი. გადაასხით სპრეი ბოთლში და გამოიყენეთ როგორც ბუნებრივი აეროზოლი.