ქმარი მცემდა და ექიმმა ასეთი წამალი მირჩია, მოკლედ მოვიდა ჩემი ქმარი და მეც მზადება დავიწყე… მეორე დღესვე წავედი ექიმთან და ვეკითხები…

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე უცნაური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ექიმთან ახალგაზრდა ქალი შედის სახეზე მთლად დალურჯებული.

– ღმერთო ჩემო, რა დაგემართათ? – ეკითხება ექიმი.

– იცით რა ექიმო, ყოველთვის, როდესაც ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, სასტიკად მცემს, მუშტებით, ფეხებით, სანამ გონებას არ დავკარგავ.

– დამშვიდდით, მაგის წამალი მომეძებნება. შემდგომში, როდესაც ქმარი სახლში ნასვამი დაბრუნდება, მზად გქონდეთ გვირილის ნაყენი და როგორც კი ოთახში შემოვა მაშინვე ყელში გამოვლება დაიწყეთ…

ორი კვირის შემდეგ ქალი ისევ ეწვევა ექიმს, გახარებული და ეუბნება: – ექიმო, თქვენ ნამდვილი ჯადოქარი ხართ! როდესაც ქმარი სახლში ნასვამი ბრუნდება, გვირილის ნაყენს პირში ვიგუბებ და ყელში ვივლებ და აღარაფერი ხდება, თითსაც კი არ მაკარებს!

– აი ხედავთ, რა კარგია, როდესაც პირი დაკავებული გაქვთ! – პასუხობს ექიმი.