ჰელმინთები-პარაზიტული ჭიები, რომლებიც ნაწლავებში მოკალათებულან და დიდ ზიანს აყენებენ ადამიანის ორგანიზმს. ყველაზე მეტად არის გავრცელებული რგოლოვანი და თასმისებური ჭიები. ეს პარაზიტები ძალიან საშიშია და თუ დროულად არ მოიშორებთ მათ, შეიძლება ძლიერი ტკივილები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდი პრობლემებიც შეგიქმნათ.
მათგან თავის დაღწევა შესაძლებელია მედიკამენტების საშუალებით, მაგრამ წამლები ყოველთვის არ არის ეფექტური და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები. ხშირ შემთხვევებში მედიკამენტებს უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა.
საბედნიეროდ, უამრავი ნატურალური საშუალება არსებობს, რომელთა წყალობითაც ყოველგვარი გართულებების გარეშე შეძლებთ ჭიებისგან გათავისუფლებას.
იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვლი, რომლებიც გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან:
1. სტაფილო
სტაფილო საოცრად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც სწრაფად და მარტივად გაგათავისუფლებთ პარაზიტებისგან. გააცხელეთ 2 ცალი სტაფილო და შეჭამეთ დილით უზმოზე.
სტაფილო გაგიუმჯობესებთ მხედველობას.
2. წვენი
მიიღეთ უმი ბოსტნეულის წვენი. მათ დიდი სარგებლობა მოაქვს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ბოსტნეულის წვენები გაჯერებულია სხეულისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებებით, რომელთაც შეუძლია სისხლის პარაზიტებისა და ტოქსინებისგან გაწმენდა. ჭიებისგან გასათავისუფლებლად დალიეთ სტაფილოს, ისპანახის, კიტრისა და ნიახურის წვენები.
3. ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ერთგვარი საპოხი მასალაა თქვენი საჭმლის მომნელებელი სიტემისთვის. მას შეუძლია უმოკლეს დროში გაგათავისუფლოთ პარაზიტებისგან. იმისათვის, რომ ნაწლავებში არსებული ჭიებისგან გათავისუფლდეთ და გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობა, აურიეთ ცოტა ზეითუნის ზეთი და ორეგანოს (თავშავას) ფოთლები. ნარევი მიიღეთ დღეში 2-ჯერ თაფლთან ერთად.
4. ნიორი
ნიორი უძლიერესი ანტიბიოტიკი, ანტიოქსიდანტი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომელსაც შეუძლია პარაზიტების განადგურება და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება. ნაწლავებიდან ჭიების მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა რამდენიმე კბილი ნივრისა და სეზამის ზეთის ნარევი. ნარევი აადუღეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და გათავისუფლდით მავნებლებისგან.