12 მარტივი რჩევა, რომელიც გარეგნული დაზიანებისგან დაგიცავთ.

0
826

გარკვეულ ასაკში ჩვენი ვიზუალი გენეტიკაზეა ძლიერად დამოკიდებული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენივე დაბერების პროცესზე გავლენის მოხდენა.

შეკრული თმა როგორც ფავორიტი ვარცხნილობა

როდესაც თმის შეკვრისას ძლიერად ქაჩავთ თმის ღერებს, ამ პროცესს შეუძლია გამელოტება ან თმის ზოლის შემოკლება გამოიწვიოს.

ბევრი რძის დალევა

რათქმაუნდა რძე სასარგებლო პროდუქტია, თუმცა მისი ზედმეტად დიდი ოდენობით მიღება ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებულ აქტივობას უწყობს ხელს. ამის გამო თქვენი კანი ზედმეტად ცხიმიანი შეიძლება გამოჩნდეს.

მზის კრემის მხოლოდ სახეზე წასმა

ჩვენი სახის გაფრთხილებისას ხშირად გვავიწყდება ხელების მოვლა. თანაც, ხელები ყველაზე სენსიტიური ნაწილია დაბერებასა და ცხიმის კარგვის პროცესთან მიმართებაში, რაც ვენებს უფრო მეტად აჩენს. ამიტომ აუცილებელია მზეში ხელებზეც წაისვათ კრემი და ცხელ ამინდში კისერზეც.

ფეხებგადაჯვარედინებული ჯდომა

ასეთ პოზაში ჯდომა ვარიკოზული ვენების პირდაპირი გამომწვევი მიზეზია ფეხებზე. ასევე ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის შენელებას მენჯების არეში, რაც ქალებისთვის, განსაკუთრებით კი ორსულებისთვის ძალიან მავნე პროცესია.

სველი თმის დავარცხნა

ეს თმის ღერების გაყოფას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ჯერ გაიმშრალეთ თმა კარგად და შემდეგ დაივარცხნეთ იგი.

წარბების გასწორება მაკიაჟის გაკეთებამდე

წარბების თმის პინცეტით ამოღება და მსგავსი პროცედურები სჯობს ძილის წინ, სახის დაბანის შემდეგ ჩაიტაროთ. ეს ღია უჯრედებში მიკრობების შესვლის საფრთხეს შეამცირებს.

თმის მოვლის აპარატების მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაცხელება

იქნება ეს თმის საშრობი ფენი თუ დასახვევი ხელსაწყო, მათი ზედმეტად გაცხელებით თმის ძირებში პატარა ბუშტების წარმოქმნას გამოიწვევთ. ეს ბუშტები თმას უფრო მშრალსა და სენსიტიურს ხდიან. ამის თავიდან ასაცილებლად დააყენეთ ტემპერატურა საშუალო დონეზე და დაიჭირეთ ფენი 15 სანტიმეტრის დაშორებით.

თვალების მოსრესვა

ეს ჩვევა წამწამებს აზიანებს. ისინი უფრო სუსტი ხდება და გცვივდებათ კიდეც. ამის მაგივრად მოაშორეთ ეკრანს თვალები 20 წამით, ყოველ 20 წუთში.

ბოღმიანობა

ვინმეს მიმართ ბრაზის გრძნობის შენარჩუნებამ კონფლიქტის შემდეგ შესაძლოა უფრო დაბერებული ადამიანის იერი მოგანიჭოთ. მიტევება და სტრესისგან გათავისუფლება ფიზიკურ სიჯანსაღესაც უდრის, რადგან ეს წონაში მატების წამახალისებელი სტრესის ჰორმონო კორტისოლის წარმოქმნას უშლის ხელს.

სახეზე ხელის მოკიდების ჩვევა

სახის კანის ხშირი გაწელვა ნაადრევ ნაოჭებს წარმოქმნის, ხელზე არსებულმა ბაქტერიებმა კი კანის ინფექციები და გამონაყარი შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ სჯობთ ლოყების მოზელვა, ცხვირზე ხელის მოკიდება და მსგავის ჩვევები დაივიწყოთ.

სახეზე პუდრის წასმა ხშირად

სახის ყოველი გაცხიმიანების დროს მისი პუდრიდ დაფარვა არასწორი ჩვევაა. ეს კანის უჯრედების არაჯანსაღ ამოვსებას იწვევს და შეიძლება გამონაყარიც გამოიწვიოს.

ხელჩანთით უამრავი ნივთის ტარება

თუკი თქვენი ხელჩანთით ქოლგას, სათადარიგო ფეხსაცმელებს და კიდევ ათას ნივთს ატარებთ, სჯობს მისი ტარებისას ერთი მხრიდან მეორეზე მისი გადაკიდება არ დაგავიწყდეთ გარკვეული დროის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here