ნაზი და ჰაეროვანი კრემ-დესერტი 5 წუთში. არაჩვეულებრივია ნამცხვრებისა და ტორტების მოსართავადაც

შემოგთავაზებთ ბავარიული კრემის რეცეპტს. მსუბუქი, ნაზი და დახვეწილი დელიკატესი შეგიძლიათ მიირთვათ ცივი, როგორც ნაყინი ან  გამოიყენოთ ნამცხვრების, ტორტების მოსამზადებლად, მიირთვათ ბლინებთან, ალადებთან და ფუნთუშებთან ერთად.

ჟელეს მსგავსი კონსისტენციის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • შაქარი გემოვნების მიხედვით
  • 3 ცალი კვერცხის გული
  • უცხიმო არაჟანი ან ხაჭო 300 მლ
  • წყალი 4 ს. კ.
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
  • ჟელატინი 15-20 გრ

მომზაადების წესი:

  1. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქართან ერთად და დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ, ნელ-ნელა დაასხით რძე. მასა არ უნდა აადუღოთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. ჟელატინს დაასხით ჭიქა-ნახევარი ცივი წყალი და გააჩერეთ 45-50 წუთი. გაღვივებული ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ჟელატინი მთლიანად უნდა გაიხსნას. მასა მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და თანდათან შეურიეთ კვერცხიან მასას.  გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და შემდეგ დაამატეთ ათქვეფილი არაჟანი ან ხაჭო.

დესერტი გაანაწილეთ პატარა ფიალებში და შედეთ მაცივარში. შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან თქვენი საყვარელი კენკრა.

თუ დიდი ხნით გააჩერებთ მაცივარში, მაშინ მიიღებთ თითქმის  პანაკოტას, ხოლო თუ ცოტა ნაკლებს_ნაყინის კონსისტენციის მასას.

დესერტი აღაფრთოვანებს როგორც პატარებს, ისე დიდებს. გემრიელად მიირთვით!