როგორ უნდა გავაკონტროლოთ წონაში მატების ჰორმონები

ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი წონა ჩვენს მიერ მიღებული კალორიების რიცხვთან ერთად ასევე ჩვენ ორგანიზმში არსებულ უხილავ ქიმიკატებზეცაა დამოკიდებული. უფრო მეტიც, ჰორმონები გავლენას ახდენენ ჩვენი მეტაბოლიზმის მუშაობაზე და ორგანიზმს ბრძანებებს აძლევენ ცხიმების შენახვის ან წონაში მომატების შეჩერების შესახებ. ჩვენი ჯანმრთელობისა და წონის მომატების საკითხში მთავარი მოქმედი ფაქტორები სწორედ ეს ქიმიკატები გახლავთ:

ინსულინი

გლუკოზა ჩვენთვის ენერგიის სერიოზულ წყაროს წარმოადგენს. ჭამის შემდეგ პანკრეასი ინსულის გამოჰყობს. ეს ჰორმონი სწორედ გლუკოზას ეხმარება ჩვენს უჯრედებში შემოსვლაში. ინსულინი გვეხმარება ენერგიის წარმოქმნაში, მაგრამ ასევე ცხიმებს ინახავს. მაღალი ინსულინი მეტი ცხიმის შენახვას უდრის.

კორტისოლი

კორტისოლი სტრესის ჰორმონია. იგი თირკმელზედა ჯირკვლების მიერ გამოიყოფა და სისხლში შაქრის დონეს ნორმალურზე უფრო დაბლა დაწევაში უშლის ხელს. ამიტომ როდესაც ისტრესებით, უფრო მეტი ტკბილი პროდუქტები გინდებათ. კორტისოლი მეტაბოლიზმს ანელებს მეტი ენერგიის შესანახად, ამიტომაც მისი მაღალი დოზით ქონა გასუქებას იწვევს.

ლეპტინი

ეს ჰორმონი ცხიმის უჯრედებში ინახება და ტვინს მუცლის გავსების შესახებ ნიშანს უგზავნის. იგი ჩვენს მეტაბოლიზმს აკონტროლებს უჯრედებს ბრძნაებას აძლევს ცხიმების შენახვის საკითხში. ამ ჰორმონის ნაკლებობას ძილის ნაკლებობა იწვევს.

როგორ უნდა ვიკვებოთ და ვივარჯიშოთ წონის დასაკლებად?

უახლესი კვლევების მიხედვით ოპტიმალური ვარიანტია დღეში სამჯერ ჭამა. ექსტრემალური დიეტის დაცვა არაჯანსაღი არჩევანია, რამაც შეიძლება გაგახდუნოთ, თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს. როდესაც ხშირად ჭამთ ზედმეტად ცოტას, თქვენი სხეული შიმშილის რეჟიმში გადადის და ენერგიას კუნთების გადამუშავებით იღებს. ამის გამო შეიძლება წონაში მოიმატოთ დღეში ერთხელ ჭამის შედეგადაც. წონის ნელი ტემპით დაკლება თქვენი ორგანიზმისთვის უკეთესია. თუკი გსურთ გახდომა, მაშინ უნდა შეინარჩუნოთ ყოველდღე კალორიების დეფიციტი. მაგალთად თუკი დღეში წესით 1900 კალორიას იღებთ, შეამცირეთ ეს რიცხვი 1700 კალორიამდე. დღიური კალორიების ზუსტი რიცხვი დაფუძნებულია თქვენს სიმაღლეზე, წონაზე, ასაკზე და აქტივობის დონეზე. თუკი ამ წესს დაიცავთ, თქვენი ორგანიზმი საჭმელს არ შეინახავს შავი დღისთვის.

მიირთვით ისეთი საჭმელები, რომლებიც არ გამოიწვევს თქვენს ორგანიზმში ინსულინის დონის აწევას. ასეთი პროდუქტების ამოცნობა შეგიძლიათ მისი შემადგენლობის წაკითხვით, სადაც მოცემურია მათი გლიცემური ინდექსი. რაც უფრო დაბალია ინდექსი, მით უფრო ნაკლები ეფექტი აქვს საჭმელს სისხლში გლუკოზის დონეზე.

აირიდეთ თავიდან ნახშირწყლები და ჭამეთ ფაიბერით და პროტეინით სავსე საკვები – ისინი დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დანაყრებაში. პროტეინი ასევე კუნთების ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს და ამის შედეგად ორგანიზმი უფრო მეტ ცხიმს დაწვავს.

როგორ უნდა ვივარჯიშოთ?

როდესაც ვარჯიშობთ, თქვენი კუნთები უფრო ძლიერად მუშაობს და მეტი გლუკოზა სჭირდება ენერგიის სახით. შესაბამისად, თუკი ფიზიკურად აქტიური ადამიანი ბრძანდებით, მაშინ თქვენი შაქრის დონე ყოველდღიურად უნდა განაახლოთ. კვლევების მიხედვით მაღალი ინტენსივობის მქონე ვარჯიში ინსულინის სენსიტიურობის გასაზრდელად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

როდესაც საქმე მაღალი ინტენსივობის მქონე ვარჯიშს ეხება, ამ შემთხვევაში 20 წუთიანი ვარჯიში საკმარისია. ვარჯიშის დასრულების შემდეგ თქვენი ორგანიზმი კალორიების წვის პროცესს გააგრძელებს, თქვენი დაძინების შემდეგაც კი. ასევე კარგი იდეაა ვარჯიშისას ნახშირწყლების და პროტეინების შემცველი სასმელების დალევა. ეს თქვენი კორტისოლის დონეს კონტროლის ქვეშ მოაქცევს.