სად დავდოთ ფულის ხე, რომ სახლში ფულმა მდინარესავით იდინოს

სახლში ფულის ხე თითქმის ყველას აქვს. მიზეზი უამრავია: მისი მოვლა მარტივია, ლამაზი და სასარგებლოა. „როგორ დავრგო ფულის ხე, რომ ის არა მხოლოდ კარგად გაიზარდოს, არამედ სახლში წარმატება და აყვავება მოიზიდოს?“ – ვკითხე ერთი წლის წინ ირინას, ფენშუის ოსტატს.

მისმა რჩევებმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩინური მეცნიერების, ფენშუის კანონები ნამდვილად მოქმედებს!

როგორ დავრგოთ ფულის ხე

დღეს გიამბობთ, თუ სად მოათავსოთ ფულის ხე, რომ სახლში ფულის ნაკადი გაიზარდოს. სანამ ადგილი არ შევუცვალე, ვალებიდან ვერ ამოვედით. სამაგიეროდ ახლა – სხვა საქმეა!

ფენშუის მიხედვით, ადამიანის ცხოვრებაში სიუხვე ყველა სფეროში უნდა გამოვლინდეს: ესაა სულიერება, კულტურა და მატერიალური კეთილდღეობა.

მაგალითად, ბაყაყი პირში მონეტით, წითელ სალფეთქზე დადებული და სიმდიდრის სექტორში მოთავსებული – ფინანსური კეთილდღეობის ერთგული გზაა. ხშირად კეთილდღეობის მთავარ სიმბოლოდ ფულის ხეს იყენებენ. მატერიალური კეთილდღეობის ყველაზე ძლიერ მაგნიტად სწორედ ეს მცენარე ითვლება.

კრასულას (ფულის ხის მეორე სახელი) აქვს ხორციანი ფოთლები, რომლებშიც მკვებავი ნივთიერებები გროვდება. მისი ფოთლების ხორციანობის ზომაზე სიმდიდრის ზომაა დამოკიდებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ხის მდგომარეობა ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირ კავშირშია.

მნიშვნელოვანია ხე დამოუკიდებლად დარგოთ. დასარგავად შეგიძლიათ კალამი გააფესვიანოთ ან მაღაზიაში უკვე ზრდასრული ხე შეიძინოთ. წინასწარ მომზადებული ქოთანი შესაფერისი მიწით გაავსეთ, ჩაღრმავება გააკეთეთ და მასში ნერგი მოათავსეთ. შემდეგ ფესვები მიწით დაფარეთ, სუბსტრაქტი ჩატუმბეთ, მიწა დაუმატეთ და მორწყეთ.

ფულის ხე სიმდიდრის ზონაში უნდა მოათავსოთ – სამხრეთ-აღმოსავლეთ შენობაში. სახლში სინათლის მხარის განსაზღვრაში კომპასი დაგეხმარებათ. ამასთან ყურადღება მიაქციეთ სიმდიდრის ზონის სწორად გაფორმებას.

კრასულა თქვენს სახლში თავს კომფორტულად და მყუდროდ უნდა გრძნობდეს. საკმარის სინათლეზე იზრუნეთ, რეგულარულად გაანიავეთ და გაწმინდეთ. კარგი იქნება, თუ მის გვერდით რამდენიმე ოქროსფერ, მწვანე და ლურჯი ფერის ფიგურებს მოათავსებთ. ასეთ პირობებში მცენარე თავისი შესაძლებლობის სრულად გახსნას და ფულის მოზიდვის გააქტიურებას შეძლებს.

ფულის ხე შეიძლება არა მხოლოდ სიმდიდრის თილისმა, არამედ ოჯახში ფინანსური სფეროს ერთგვარი დეტექტორი გახდეს.

თუ გაურკვეველი მიზეზით ფულის ხეს ფოთლები სცვივა, ავადაა ან ფესვები დაულპა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დიდი ფულადი დანაკარგი გელოდებათ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიმოქმედოთ.

რედაქციის რჩევა

ლამაზი ხე ხორციანი ფოთლებით ბევრს უნახავს, მაგრამ ფულის ხის ყვავილების ნახვით ბევრს არ გაუმართლა. ითვლება, რომ თუ ფულის ხე ყვავილობს, დროა შემოსავლების მნიშვნელოვან გაზრდას ელოდოთ.

ახლა უკვე იცით, თუ როგორ დარგოთ ფულის ხე და როგორ მოათავსოთ სახლში სწორად. სხვათა შორის, ფინანსების გაზრდა რომ იგრძნოთ, სახლში მხოლოდ ერთი მცენარის ქონა საკმარისი არაა, მინიმუმ ორი ან უფრო მეტი უნდა გქონდეთ!

სწორად მოთავსებული ფულის ხე, რომელიც უყვართ და რომელზეც ზრუნავენ, ფულს და ფინანსურ კეთილდღეობას აუცილებლად მოგიტანთ.