ეს პროდუქტი ვირუსებს, სოკოვან ინფექციებს და ბაქტერიებს ერთდროულად ანადგურებს

0
2145

ფუტკრების მომნელებელი ფერმენტის და მცენარეთა მიერ წარმოქმნილი ფისოვანი ნივთიერებების შექმნით მიიღება სასარგებლო წებოვანი ნივთიერება, რომელსაც პროპოლისს უწოდებენ. ფუტკრები ამ ნივთიერებას საკუთარი თავისა და საცხოვრებელი გარემოს გასაწმენდად იყენებენ, თუმცა მისი გამოყენება ადამიანებს სამკურნალო პროდუქტის სახითაც შეუძლიათ.

ეს პროდუქტი ადამიანებისთვის უკვე დიდი ხანია რაც ნაცნობია, თუმცა მისი ყველა სასარგებლო ასპექტის ამოხსნა თანამედროვე მეცნიერებას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. მისი მიღება უამრავი გზითაა შესაძლებელი. ის შეგიძლიათ დაღეჭოთ, დაუმატოთ რძეს ან ჩაის.

პროპოლისის წვეთების სამკურნალო თვისებები

მისი ორალური სახით მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ციებცხელებას და ის ასევე მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. პროპოლისის თვისებები მრავალფეროვანია მისი გარე გამოყენებისას, რადგან იგი შეიძლება გამოყენებული იქნას ჭრილობის დეზინფექციისთვის, კანის აღდგენისთვის, ანესთეზიისთვის და სოკოვანი ინფექციების მოსაშორებლად.

ექიმები პაციენტებს პროპოლისს უამრავი განსხვავებული დაავადებისა თუ პრობლემის სამკურნალოდ უწერენ, რომელიც მოიცავს ფარინგიტს, ბრონხიტს, პნევმონიას და ასევე ისეთ ვირუსულ ინფექციებს, როგორიცაა ჰერპესი. იგი ასევე გამოიყენება სტომატოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ და ასევე გინეკოლოგიაშიც.

როგორ უნდა გამოვიყენოთ პროპოლისი?

  1. ტონზილიტის და ფარინგიტის სამკურნალოდ პირში გამოივლეთ ხსნარის სახით. სწორი ნარევის მისაღებად გახსენით პროპოლისი ნატრიუმის ქლორიდში 1:10 შემცველობით.
  2. გამოიყენეთ იგივე ფორმულა სტომატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
    სინუსიტის სამკურნალოდ გამოიყენეთ იგივე ხსნარი ცხვირში გამოსავლებად.
  3. ოტიტის სამკურნალოდ ჩაალბეთ ბამბა იგივე ხსნარში და ჩაიდეთ ყურში. ორსულობის შემთხვევაში გახსენით ხსნარი ცხელ წყალში 1:1 შემცველობით. ზრდასრულებს ასევე შეუძლიათ 5 პროცენტიანი ხსნარის 2 წვეთი ჩაიწვეთონ თითოეულ ყურში გამოჯანმრთელებამდე.
  4. რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ შეგიძლიათ პროპოლისის ხსნარის შესუნთქვა. დაამატეთ ხსნარი 5მლ ნატრიუმის ქლორიდს და შემდეგ გადაიტანეთ მიღებული ნარევი სასუნთქ აპარატში.
  5. გახსენით 15-20 წვეთი ხსნარი ერთ კოვზ რძეში ან წყალში და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  6. დაზიანებული კანის, ჭრილობების, ჰერპესის, ფეხზე და ფრჩხილებზე არსებული ინფექციების სამკურნალოდ წაუსვით პროპოლისი სახვევს და დაიფარეთ დაზიანებული ზედაპირი მისი დახმარებით.

გახსოვდეთ, რომ მსგავსი მკურნალობის წინ აუცილებლად უნდა გაიაროტ ექიმთან კონსულტაცია, ზუსტი დიაგნოზისა და რჩევების მისაღებად. ასევე პროპოლისი არ უნდა მოიხმარონ ადამიანებმა, რომლებიც ალერგიულები არიანა ფუტკრების მიერ წარმოებულ პროდუქტებზე. ასევე ბავშვებმა, ორსულებმა და მძღოლებმა უნდა აირიდონ თავიდან ალკოჰოლის გამოყენებით დამზადებული პროპოლისის ხნსარების ორალური სახით მიღება. ასევე პროპოლისის გამოყენებით დამზადებული პროდუქტების მიღება არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის, ალერგიის მაღალი რისკის გამო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here