ნაზი და ფუმფულა ბისკვიტი შედედებული რძით. გემო, რომელიც შეგიყვარდებათ

მიყვარს ეს ნამცხვარი ან კი როგორ შეიძლება არ გიყვარდეს, შესქელებული რძით მომზადებული ფუმფულა და უნაზესი ბისკვიტი.

ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: შესქელებული რძე 1 ქილა, კვერცხი 4 ცალი, ფქვილი 120 გრ., კარაქი 50 გრ., სოდა ½ ჩ. კ., ვანილი, შაქარის ფხვნილი ზემოდან მოსაფრქვევად (სურვილისამებრ).

მომზადების წესი: კვერცხი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ გამდნარი კარაქი, შესქელებული რძე, ვანილი, სოდა, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და ცომი გადაიტანეთ 22 სმ-იანი დიამეტრის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ბისკვიტი 20 წუთში მზად იქნება. ფორმიდან ამოიღეთ გაციების შემდეგ. თუ გსურთ, მოაფრქიეთ შაქრის ფხვნილი.

დესერტის მოსამზადებლად 30-40 წუთი დაგჭრდებთ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. ბისკვიტი ჩაისთან ერთად კი საოცრად გემრიელია.