ეს მარტივი ვარჯიში 30 წუთიან სირბილზე უფრო მეტ კალორიას წვავს

0
1364

თუკი გსურთ სხეულის ფორმების გამოკვეთა, გულ-სისხლძარღვთა ფიტნესის გაუმჯობესება და კალორიების დაწვა, მაშინ ამისათვის სავარჯიშო დარბაზში საათობით ვარჯიში ან ძვირიანი ხელსაწყოების ყიდვა საერთდ არ გჭირდებათ. ერთადერთი საჭირო ნივთი ამ შემთხვევაში მხოლოდ სახტუნაო თოკია.

სახტუნაო თოკი მხოლოდ ბავშვებისთვის არაა. დამტკიცებულია, რომ მას უამრავი დადებითი თვისება აქვს და იდეალური ხელსაწყოა სავარჯიშოდ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ მისი გამოყენების სწორი ხერხები, რომლითაც სასურველ შედეგს უმოკლეს ვადაში მიაღწევთ.

კალორიების დაწვის იდეალური საშუალება

კვლევების მიხედვით 10 წუთიანი ხტუნაობა 30 წუთიან სირბილს უდრის კალორიების ასპექტის მიხედვით. თოკით ხტუნვა საშუალოდ 330 კალორიას წვავს, მაშინ როდესაც ძუნძულისას შეგიძლიათ 270 კალორია დაწვათ.

არ მოითხოვს დიდ სივრცეს

სახტუნაო თოკს დიდი სივრცე არ სჭირდება – მისი დახმარებით ყველგან შეგიძლიათ ივარჯიშოთ და თანაც ასეთ დროს ცუდი ამინდი გასამართლებელი მიზეზიც აღარ იქნება ზარმაცობისთვის.

ამუშავებს რამდენიმე კუნთს ერთდროულად

ხტუნაობა აუმჯობესებს ხელების, ფეხების, ზურგის, მუცლის, საჯდომის და მხრების ფორმებს.

ბავშვსაც კი შეუძლია ამის გაკეთება

საბაზისო ხტუნვის ტექნკის დაუფლება მარტივი საქმეა მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკის ხართ ან როგორ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებით.

ეს აუმჯობესებს თქვენს შესაძლებლობებს

თოკით ხტუნვა კუნთების ჩამოყალიბებასთან ერთად ასევე აუმჯობესებს თქვენი კოორდინაციის უნარს, დინამიურ ბალანსს და რეფლექსებს.

შეიძლება ივარჯიშოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად.

ეს ვარჯიში საკმაოდ ეფექტურთან ერთად ასევე ძალიან სახალისოც შეიძლება იყოს.

რა უნდა იცოდეთ ვარჯიშის დაწყებამდე?

  • აარჩიეთ სწორი სახტუნაო თოკი. თუკი შესაძლებლობა გაქვთ, იყიდეთ ის სპორტულ მაღაზიაში. აქ თქვენ სწორად შეგირჩევენ მის სიგრძეს და ყველა საჭირო ასპექტს.
  • ჩაიცვით თხელძირიანი ფეხსაცმელები. შეგიძლიათ ასევე იხტუნაოთ შიშველი ფეხებით, რაც უკეთესია. თუმცა, ასეთი ვარჯიში უმჯობესია პრაქტიკის მიღების შემდეგ.
  • გაასწორეთ თავი და იყურეთ წინ. არ დაიხედოთ დაბლა.
  • თქვენი წელი უნდა იყოს გასწორებული და მუხლები ოდნავ მოხრილი.
  • დაიჭირეთ იდაყვები სხეულთან ახლოს.
  • თოკის სახელურებს მოეჭიდეთ თითებით და არა ხელისგულებით.
  • თოკის დასატრიალებლად გამოიყენეთ თქვენი მაჯები და არა მკლავები.
  • მიწაზე დასახტომად გამოიყენეთ ფეხის წვერები, ქუსლი არ უნდა შეეხოს მიწას.
    ძალიან მაღლა ახტომა საჭირო არ არის. 3-4 სანტიმეტრის სიმაღლე საკმარისია
  • საბაზისო ხტუნაობის ტექნიკის დაუფლების შემდეგ შეგიძლიათ სცადოთ სხვადასხვანაირი თოკის მოძრაობის ტექნიკები, ორმაგი ნახტომები და მსგავსი საშუალებები აქტივობის ეფექტურობის გასაზრდელად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here