განმტვირთავი მასაჟის გაკეთება სპეციფიურ მეთოდს არ საჭიროებს. მისი გაკეთება მარტივად შეგიძლიათ ამ მარტივი ინსტრუქციის საშუალებით. პირველ რიგში იზრუნეთ იდეალური ტემპერატურის შექმნაზე, რათა ოთახი არ იყოს ძაან თბილი ან ცივი, რადგან სხეული მასაჟის დროს გრილდება. იდეალურია მასაჟის მყარ ზედაპირზე გაკეთება და კისერზე, მხრებსა და ზურგზე კონცენტრირება.
დაიწყეთ მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. იმოძრავეთ მხრებიდან წელის მიმართულებით. მხრებზე მოძრაობა უფრო ინტენსიური უნდა იყოს, თუმცა მაინც შედარებით ნაზი ამ ეტაპზე.
გამოიყენეთ მთელი ხელის გული ამ პროცესში. მისი საშუალებით შეგიძლიათ მოძრაობების შესრულება.
შეგიძლიათ სპეციალური ყურადღება მიაქციოთ მხრებს, რადგან სწორედ მათზე მოქმედებს ყოველდღიური აქტივობები. უბრალოდ გაზარდეთ მასაჟის დრო ამ არეში. მისი დამუშავება შეგიძლიათ კონკრეტული წერტილების ნაზად დაზელვით.
ხერხემალის მასაჟი ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ არეში მოქმედებისას ჩაყევით კუნთის გრძელი კუნთების ზედაპირებს.
ნებისმიერი სახის კიდურების მასაჟი იწყება ნაზი მოძრაობებით. თუკი არსებობს კონკრეტული არეები ლოკალიზებული ტკივილით, მათზე მასაჟი უნდა განხორციელდეს ცერა თითის გულის დაჭერით. დააჭირეთ ჯერ გულის წინა ნაწილი, შემდეგ მეორე ნაწილი.
სახის მასაჟის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნებია: კუნთები, რომლებსაც მასაჟს უკეთებთ, უნდა იყოს მაქსიმალურად მოდუნებული. მასაჟი უნდა შესრულდეს ნაზად, რითმულად, ნელა და უმტკივნეულოდ. ამოძრავეთ ხელი კუნთების ბოჭკოების მიმართულებით. კანის ზედაპირის დაზელვისას მსუბუქად დაჭიმეთ იგი და ნაზად დააწექით სახის ძვლებს.
მასაჟის დასასრულებლად შეგიძლიათ ზურგზე დაბლიდან მაღლა მოძრაობით ნაზად წაუსვათ თითის წვერები, რაც კანს დაამშვიდებს.