შინ მომზადებული მათეთრებელი, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს

2960

წარმოგიდგენთ ეფექტურ, მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებებს სხვადასხვა სახის ქსოვილის გასაწმენდად:

1. სამზარეულოს ხელსახოცები

ამ და მსგავს ქსოვილებს, რომლებზეც ცხიმოვანი ლაქები ჩნდება, მდოგვი გაათეთრებს. 2ს.კ. მდოგვის ფხვნილი გახსენით 1 ლ ცხელ წყალში და გააგრილეთ. გადაწურეთ. გახსენით საჭირო რაოდენობის წყალში და ჩაალბეთ ხელსახოცები მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივ.

ხელსახოცები გათეთრდება და დეზინფიცირდება, მასზე გამოსახული სურათუ კი უფრო მკვეთრი გახდება. თეთრი ნივთები ყვითლდება სიძველისა და რეცხვისგან, მათ გასათეთრებლად კი დაუმატეთ მანქანაში ნიშადურის სპირტი, ფხვნილთან ერთად.

2. აბრეშუმისა და შალის ნივთები ჩაალბეთ ხსნარში: 10 ლ წყალზე 50 გ სარეცხი ფხვნილი, 6 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი და ამდენივე 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი. გააჩერეთ ტანსაცმელი 5 საათით და გარეცხეთ მანქანაში, დელიკატური რეჟიმით.

3. მაისურები და წინდები ჩაალბეთ თბილ წყალში, დაუმატეთ 2 ს.კ. ბორის მჟავა, ხოლო შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივ.

თქვენ როგორ ათეთრებთ ქსოვილებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.