9 საიდუმლო, რომლის დახმარებითაც ბრტყელი მუცლით გაიღვიძებთ

ჩვენი შედეგების დანახვა მთავარი ასპექტია მაშინ, როდესაც გვინდა რომ იდეალური წონა შევინარჩუნოთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 9 სასარგებლო ჩვევას, რომელიც დაგეხმარებათ გაიღვიძოთ სულ უფრო და უფრო ბრტყელი მუცლით და შეინარჩუნოთ მოტივაცია თქვენი მიზნის მისაღწევად საბრძოლველად.

იოგურტის მოშორება

იოგურტების უმრავლესობა დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. ასევე ისინი შეიცავენ ლაკტოზას, ბუნებრივ შაქარს რომლის მონელებაც ადამიანებისათვის ძნელია. ამ ორის კომბინაცია შეშუპებასა და ანთებას იწვევს მუცელში.

დაკავდით 8 წუთიანი ვარჯიშით:

აიღეთ გირები და დაიჭირეთ ისინი მხრების სიმაღლეზე. შემდეგ ჩაიკუზეთ იქამდე, სანამ თქვენი მუხლები ბოლომდე არ გაუსწორდება თეძოებს პარალელურად. გაიმართეთ წელში ქუსლებზე დაწოლის დახმარებით და მაღლა აწევისას აწიეთ გირებიც მაღლა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში იქამდე, სანამ ჯამში 8 წუთს არ დახარჯავთ ვარჯიშში.

მიიღეთ ცივი შხაპი დაძინებამდე

დაწოლის წინ ცივი შხაპის მიღება იდეალური საშუალებაა ორგანიზმის ტემპერატურის შესამცირებლად. ეს ყავისფერ ცხიმის სტიმულირებას იწვევს, რომელიც ენერგიას ხარჯავს თქვენი ორგანიზმის ტემპერატურის ასაწევად, რაც ჯამში კალორიების დაწვას იწვევს.

დაიწყეთ დღე გემრიელი საუზმით

სასარგებლო მჟავები გვეხმარება სხეულის შეშუპების შემცირებაში და ინსულინის სენსიტიურობას აუმჯობესებს. შვრიის, შავი შოკოლადის, წითელი ხილის კაკალის და დარიჩინის მირთმევა საუზმის დროს სწორედ ასეთი მჟავების გააქტიურებას იწვევს. ამის შედეგად მუცელი ნაკლებად გაგებერებათ და უფრო გამხდარი გამოჩნდებით.

ამოიღეთ ჩინური საჭმელები თქვენი მენიუდან

ჩინური საკვები როგორც წესი დიდი ოდენობით სოდიუმს შეიცავს, რაც მუცლის დაბერვას იწვევს. მაგალითად ჩინური სუპის ჭამა მთელი კვირის სამყოფი სოდიუმის დოზით გავსებთ. იგივე კომპონენტით გამოირჩევა მექსიკური საკვებიც.

შეამციეთ უშაქრო საღეჭი რეზინების მიღება

კვლევებმა აჩვენა, რომ სორბიტოლი, რომელიც შაქრის ალკოჰოლია და ასეთი ტიპის საღეჭი რეზინების დასამზადებლად გამოიყენება, საკმაოდ დიდ ძალისხმევას საჭიროებს წესიერად გადამუშავებისთვის მომნელებელ სისტემაში. ასევე ზოგადად საღეჭი რეზინის ღეჭვის დროს თქვენ ტვინს სიგნალებს უგზავნით, რომელიც შიმშილის ჰორმონის გამოყოფას იწვევს.

დაივიწყეთ ენერგიის მომცემი ტკბილეული

ასეთი სასუსნავები როგორც წესი ლაქტოზას შეიცავენ და ასევე სოიოს მარცვლებსაც, რაც გაზების დაგროვებას იწვევს. საერთო ჯამში ისინი გადამუშავებულ საჭმელს წარმოადგენენ და მათი ჭამისას უფრო მეტ წონას იმატებთ, ვიდრე იკლებთ. ისინი უფრო მეტ კალორიას შეიცავენ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

მოერიდეთ გამომშრალ სასუსნავებს

ასეთი ხილი შესაძლოა ფაიბერის სასარგებლო დოზას შეიცავდეს, თუმცა ისინი ასევე დიდი ოდენობით ფრუქტოზას შეიცავენ. თუკი შაქრის გადამუშავების პრობლემა გაწუხებთ, მაშინ დიდი ალბათობით გამომშრალი სასუსნავები შეშუპებასა და გაზებს გამოიწვევენ. ასეთ დროს ახალი ხილი საუკეთესო არჩევანია.

მოამზადეთ თქვენი ნატურალური სმუზები

კომერციული სასმელები ხშირად ქიმიკატებს შეიცავენ, რომელიც მათ ბუნებრივ დადებით თვისებებს ამცირებს. ეცადეთ მოამზადოთ საკუთარი სმუზები ისეთი ინგრედიენტების გამოყენებით, როგორიცაა ქოქოსის ზეთი, ხილი, ისპანახი და ა.შ