3 უებარი, მრავალჯერ გამოცდილი საშუალება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. სასიამოვნო ცვლილებებს მალევე იხილავთ

0
11

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული თმის ცვენის საწინააღმდეგო სამკურნალო ნიღბების რეცეპტებს. ბუნებრივი პროდუქტები კვებავს და აძლიერებს თმის ძირებს, აჩერებს თმის ცვენას, მატებს მოცულობას და ასწრაფებს ზრდას.

1. ხახვი და ნიორი

გოგირდით მდიდარი ნიორი და ხახვი ხელს უწყობს თმის აღდგენას. ხახვი დაჭერით, გამოწურეთ წვენი და ბამბის ტამპონით კარგად წაისვით თმის ძირებზე. სამოქმედოდ გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.

აიღეთ 4-5 კბილი ნიორი, დაამატეთ 2 ს. კ. ქოქოსის ზეთი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ 2  წუთამდე. გაგრილებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თავის კანზე. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. შედეგი გაგაოცებთ.

2. ქოქოსის რძე

ქოქოსის რძე მდიდარია ცილებით, ცხიმებით, ისეთი  მინერალებით, როგორიცაა რკინა, კალიუმი, რომლებიც აუცილებელია, რომ გქონდეთ ძლიერი, სქელი და ლამაზი თმა. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ქოქოსის რძე და წყალი (ვთქვათ 1 ს. კ. ქოქოსის რძე და 1 ს. კ. წყალი), გააჯერეთ ბამბის ტამპონი და წაისვით იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად გცვივათ თმა. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.  დილით თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.

3. კვერცხი

გოგირდით, ცილებით, იოდით, ფოსფორით, რკინით, თუთიით მდიდარი კვერცხი ხელს უწყობს თმის ზრდას.

თმის მკვებავი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა წაისვით თავის კანზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.