ჰიპერტონიას თავი რომ დააღწიოთ და გული გაიჯანსაღოთ, გაამდიდრეთ კვების რაციონი ამ პროდუქტებით

716

ჰიპერტენზია  საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომლის სიმპტომია მაღალი არტერიული წნევა. ჰიპერტენზია შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს.

გაითვალისწინეთ, ჰიპერტენზიის პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე განკურნება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოთ ხელი თქვენს ორგანიზმს და მიიღოთ რეგულარულად ისეთი საკვები, რომელთა წყალობით შეძლებთ ჰიპერტენზიის სიმპტომების შემცირებას და ხელს შეუშლით მის განვითარებას.

საბედნიეროდ, არსებობს ხილი, რომელთა რეგულარული მიღებით შეძლებთ მოცემული პრობლემის გადაჭრას და ამასთან ერთად გაიჯერებთ ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით.

1. ბროწეული

ბროწეული ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. არტერიული წნევის დასარეგულირებლად ყოველ დღე მიიღეთ  ბროწეულის წვენი, დაახლოებით 200 მლ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა ერთი თვე.

2. კივი

კივი შეიცავს კალიუმსა და C ვიტამინს, რომლებიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, წმენდს სისხლძარღვებს და არეგულირებს წნევას.

3. ატამი

ატამი საუკეთესოა არტერიული წნევის დასარეგულირებლად.

4. საზამთრო

წყლის დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით საზამთრო საუკეთესოა ჰიპერტენზიით დაავადებულ ადამიანებისთვის. ის შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უშლის წნევის მომატებას, აგრეთვე შეიცავს L-ციტრულინს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას.

5. ბანანი

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს. მისი წყალობით შეძლებთ გულის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, აგრეთვე ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას.

6. ფორთოხალი

ფორთოხალი წნევის დამწევ პროდუქტთა რიცხვს მიეკუთვნება. მიირთვით ფორთოხალი 2-4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად.

7. პაპაია

პაპაია შეიცავს კალიუმს, აგრეთვე ფლავონიდებს, რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას.

8. პამიდორი

პამიდორი შეიცავს კაროტინოიდს, ლიკოპენს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის რისკს.

გათვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს შემოთავაზებული პროდუქტები, მოერიდეთ მარილს,  კარაქს, ცხიმიან საკვებს, უარი თქვით ალკოჰოლზე, თამბაქოზე და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!