წონაში მატების უამრავი გარე ფაქტორი არსებობს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ მეტაბოლური ჰორმონების როლი. თუკი ჯანსაღ დიეტას იცავთ და ვარჯიშობთ, თუმცა ზედმეტ წონას მაინც ვერ იშორებთ, მაშინ ამ ფაქტზე უნდა დაფიქრდეთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ წონაში მატების 4 მიზეზს, რომელიც სწორედ ჰორმონებთანაა დაკავშირებული.
ადრენალინით წონაში მატება
ადრენალინის ჯირკვლები თვითგადარჩენის ინსტიქტების მუშაობისას აქტირუდებიან. თუკი თქვენი ორგანიზმი ხშირად ისტრესება, მაშინ შესაძლოა ჰორმონების დისბალანსი შეიქმნას, რაც სხვადასხვა პრობლემებს იწვევს. ადრენალინის ჯირკვლები ასევე კორტისოლსაც გამოყობს, რომელიც სტრესის ჰორმონია და შეუძლია მუცლის არეში წონის მატება გამოიწვიოს.
ადრენალნის ჯირკვლის დეფექტის სიმპტომები:
წელისა და მუცლის არეში ცხიმის დაგროვება
წვრილ ხელებთან და ფეხებთან შედარებით უფრო მოსუქებული სახის და კისრის ქონა
სისხლის წნევის გაზრდა
ამ სიმპტომების შემჩნევისას უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან და სტრესის შესამცირებლად უნდა გამოიყენოთ იოგა.
ღვიძლური წონის მატება
ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ჯანმრთელობაზე აგებს პასუხს. მისი გაუმართაობა მუცლის ცხიმების დაგროვებას იწვევს.
ასეთ დროს შეიძლება ეს პრობლემები გაგიჩნდეთ:
სისხლში შაქრის დონის მატება
სისხლის წნევის და ქოლესტეროლის დონის მატება
სახსრების ტკივილი, ალერგიები და კანის პრობლემები
თუკი შეამჩნიეთ, რომ წელის არეში ცხიმები გიგროვდებათ ყოველდღიური ჯანსაღი აქტივობების სიაში და დიეტაში ვლილებების შეტანის გარეშე, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემებზე მიგანიშნებდეთ.
“ფარისებრი” წონის მატება
ფარისებრი ჯირკვალი პასუხის მგებელია თქვენი სხეულის მიერ ენერგიის გამოყენების ტემპზე. მისი არასწორად მუშაობის შემთხვევაში თქვენ მოიმატებთ წონაში მაშინაც კი, თუკი ენერგიის მიღებას შეამცირებთ.
ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი აქტიურობის სიმპტომებია:
სუსტი კუნთები და დაუჭიმავი კანი
ხანგრძლივი დაღლილობა და წონაში მატება
თმის ცვენა
შენელებული გულისცემა
დეპრესია
ჯობს ხშირად მიმართოთ ენდოკრინოლოგს თქვენი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების შესაფასებლად, რათა სერიოზული პრობლემები არ გამოგეპაროთ.
საკვერცხეების პრობლემა
ეს პრობლემა ჰორმონალური დისბალანსის მქონე ქალებს აწუხებთ. მათი მიღებული ნახშირწყლების სრული რაოდენობა ორგანიზმში ცხიმების გროვებად გადაიქცევა. როგორი ჯანსაღი დიეტაც არ უნდა დაიცვას მან, წონაში მატება მაინც გარდაუვალი იქნება.
საკვერცხეების პრობლემის სიმპტომებია:
აქტიური ცხოვრებისა და ჯანსაღი დიეტის დაცვის დროს წონაში მატება
სხეულსი დაბლითა ნაწილში ცხიმების დაგროვება
საკვერცხეებში ტკივილის ან ქავილის შეგრძნება
ეს არ გახლავთ წონაში მატების გამომწვევი მიზეზებისა თუ პრობლემების სრული სია. შესაბამისად, თუკი ჯანსაღი დიეტის დაცვისა და ნორმალური ფიზიკური აქტივობების ფონზე მაინც დაიწყებთ წონაში მატებას, მაშინ სჯობს თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.