ალოე ვერასგან ამ სასმელს პერიოდულად ვამზადებ. არაჩვეულებრივია ღვიძლისა და ნაწლავებისთვის, პლუს სტიმულირებს წონის კლებას

ალოე ვერა უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. მეცნიერული კვლევებით და ცდებით დამტკიცებულია, რომ ეს მცენარე დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და აქტიურად გამოიყენება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემათა სამკურნალოდ.

შემოგთავაზებთ ალოე ვერას ბაზაზე მომზადებული კოქტეილის რეცეპტს. თითოეულ ინგრედიენტს, რომელთაც კოქტეილის მოსამზადებლად იყენებთ, უძლიერესი სამკურნალო თვისებები აქვს. მათი კომბინაცია ეფექტურად წმენდს ღვიძლს ცხიმებისგან და ხელს უწყობს წონის კლებას.

ალოე აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით ამინომჟავებით, ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას, ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას.

კურკუმა ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აძლიერებს იმუნიტეტს.

კოქტეილი წმენდს ორგანიზმს, ხელს უწყობს ცხიმების წვას და სწრაფად მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს.

გამწმენდი სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ალოე ვერას 1 ფოთოლი
  • ლიმონი 1 ცალი
  • პიტნა 1 მუჭა
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • წყალი ნახევარი ლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ალოეს ფოთლიდან გამოწურეთ წვენი, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ.
  2. მომზადებული სასმელი დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა 5დღე, ცოტა ხანს დაისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!