თანამედროვე სამყაროში ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულის შეტევაა. სამწუხაროდ ეს დაავადება ადამიანებს შეუმჩნევლად ეპარება, თუმცა ტრაგედიის წინ მისი შემჩნევა მაინცაა შესაძლებელი რამდენიმე სიგნალის დახმარებით. როგორც აღმოჩნდა, ასეთი სიმპტომები განსხვავებულად წარმოჩინდება ქალებში და კაცებში. ამ შემთხვევაში წარმოგიდგენთ 6 ნიშანს, რომელთა შემჩნევაც ქალებს დაიცავს ამ დაავადებისგან:
ზურგის, კისრის, ყბის და ხაელების ტკივილი
ეს სიმპტომები შეიძლება დამაბნეველი იყოს, რადგან გულის შეტევა ძირითადად მკერდსა და მარცხენა მკლავში გაჩენილ ტკივილთან ასოცირდება. თუმცა, ასეთი ტკივილი შესაძლოა პროგრესირებადი ან მოულოდნელიც იყოს. მას შეუძლია ღამით გამოგაღვიძოთ კიდეც. სწორედ ამიტომ უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია მათი შემჩნევისას.
მუცლის მწვავე ტკივილი, გულისრევა
გულის შეტევის რამდენიმე სიმპტომი შესაძლოა მოწამვლის, სიცხის ან გულძმარვის სიმპტომებში აგერიოთ. ზოგჯერ ქალებს ზეწოლა აწუხებთ მუცლის არეში, რომელსაც როგორც წესი “მუცელზე სპილოს დაწოლის” მსგავსად ახასიათებენ.
ცივი ოფლი
ცივი ოფლი ასევე ხშირი სიმპტომია ქალებში. ეს შეიძლება სტრესთან დაკავშირებული გეგონოთ, თუმცა თუკი აქამდე მსგავს სიმპტომებს არ შეუწუხებიხართ, მაშინ სჯობს ექიმს მიმართოთ.
სუნთქვის უკმარისობა და თავბრუსხვევა
სუნთქვის პრობლემების აშკარა მიზეზის გარეშე გაჩენა გულის შეტევის სიმპტომია, განსაკუთრებით მაშინ თუკი იგი სხვა სიმპტომს ერთვის თან. იმ ქალების თქმით, რომლებიც გულის შეტევას გადაურჩნენ, ამ სიმპტომის მიხედვით მათ ისეთი შეგრძნება გაუჩნდათ, თითქოს მარათონი გაირბინეს.
გაზრდილი დაღლილობა
თუკი ხანგრძლივი დასვენების შემდეგაც კი თავს ძალიან დაღლილად გრძნობთ და ისეთ მარტივ აქტივობებს ვერ ასრულებთ, როგორიცაა მაგალითად სააბაზანოში გასვლა, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ეს შეიძლება კარდიოვასკულარული სისტემის პრობლემების მანიშნებელი იყოს.
ზეწოლის და ტკივილის შეგრძნება მკერდის არეში
მკერდის ტკივილი, დისკომფორტი, წვა და ზეწოლის შეგრძნება შეიძლება ამ დაავადების სიმპტომები იყოს თქვენი სქესის მიუხედავად. თუმცა, ზოგიერთი ქალი ასეთ ტკივილს მარცხენა მხარის მაგივრად მთელი მკერდის არეში განიცდის. სასწრაფოდ დაურეკეთ ექიმს თუკი ასეთი ტკივილის ან ზეწოლის შეგრძნება რამდენიმე წუთში არ გაქრება.