პანიკის შეტევასა და გულის შეტევას ერთნაირი სიმპტომები აქვთ, როგორიცაა მაგალითად მკერდის ტკივილი, ოფლიანობა, არათანაბარი სუნთქვა და გულისრევა. თანაც, გულის შეტევას პანიკური შეტევის გამოწვევაც შეუძლია, რაც ხალხს უფრო აბნევს. ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან, თუმცა მაინც შეგიძლიათ ისწავლოთ მათი ეფექტური განხვავების ნიშნები.
თუკი თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი პანიკის შეტევას განიცდის, აუცილებელია შეგეძლოთ მისი განსხვავება შედარებით უფრო სერიოზული პრობლემისგან. ეს ფაქტები სწორედ ამ საჭირო ცოდნის მიღებაში დაგეხმარებათ:
როგორ უნდა ამოვიცნოთ გულის შეტევა:
პაციენტების თქმით გულის შეტევის დროს ტკივილი შემბოჭველია
როგორც წესი ტკივილი ჩნდება მკერდის ცენტრში და აგრძელებს მოძრაობას დაბლა, მარცხენა ხელის და ზურგის გასწვრივ.
ტკივილი შეიძლება ასევე გადაედოს კისერს, კბილებს და ყბის არეს
ტკივილის ინტენსივობა ცვალებადია
ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გრძელდება და არ ახდენს გავლენას სუნთქვაზე
ჩხვლეტოვანი შეგრძნება დამახასიათებელია მარცხენა ხელისათვის, რასაც ტან ახლავს ცივი, წებოვანი ოფლი და გულისრევა.
ასეთ დროს ადამიანები განიცდიან შიშს, რომელიც კონცენტრირებულია მკერდის არეში. ამის გამო მათ შეიძლება აუჩქარდეთ სუნთქვა იმ შემთხვევის მსგავსად, როდესაც გულის შეტევა იწვევს პანიკურ შეტევას.
თუკი ამ სიმპტომებს 5 წუთზე მეტხანს განიცდით, დაურეკეთ ექიმს ან სთხოვეთ ვინმეს წაგიყვანოთ საავადმყოფოში სასწრაფოდ.
როგორ უნდა ამოვიცნოთ პანიკის შეტევა:
გავრცელებული მითის მიუხედავად, პანიკის შეტევა შეიძლება დაგემართოთ ყველაზე ნორმალურ სიტუაციაშიც.
პანიკის შეტევების სიმპტომები პიკს 10 წუთის შემდეგ აღწევენ.
ტკივილი კონცენტრირებულია მკერდის არეში და გააჩნია ერთი თვისება: იგი იმატებს და შემდეგ მცირდება
ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება არ შეეხება მხოლოდ მარცხენა ხელს და მასთან ერთად შეიძლება გაგიჩნდეთ მარჯვენა ხელშიც, ფეხებშიც და თითების არეშიც.
პანიკური შეტევის დროს ხალხი განიცდის ირაციონალურ შიშს და ამ დროს ეშინიათ გაგუდვის ან გაგიჟების.
თუკი ვერ იგებთ, გულის შეტევა გაწუხებთ თუ პანიკის შეტევა, მაშინ უმჯობესია მაშინვე მიმართოთ ექიმს. ასეთ დროს მოცდა არ შეიძლება. პანიკის შეტევის დროს სამედიცინო დახმარების მიღების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი გახშირება და სიმპტომების გაუარესებაც.