სახის გავარჯიშებით ისეთ სერიოზულ პრობლემებს გაუმკლავდებით, როგორიცაა ნაოჭების გაჩენა და კანის ელასტიურობის დაკარგვა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ეფექტურ ვარჯიშს, რომლის დახმარებითაც 12 წუთში მიიღებთ ეფექტურ შედეგს:
ვარჯიში #1: მსუბუქი სიურპრიზი
- დაიდეთ შუბლზე თითები ფოტოს მსგავსად
- აწიეთ წარბები მაღლა
- მოიშორეთ შუბლიდან ნაკეცები
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ
ვარჯიში #2: თვალებით ფლირტი
- გაიხედეთ თვალებით მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, მერე მაღლა და ბოლოს დაბლა
- უნდა ამოძრაოთ მარტო თვალები
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ხუთჯერ, ყველა მხარეს
ვარჯიში #3: “O”
- მიიღეთ პირით O-ს ფორმა და წარმოთქვით ეს ხმოვანი.
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ
ვარჯიში #4: ღიმილი
- შეწიეთ ტუჩები პირში
- დაიდეთ თითები ტუჩების კუთხეებზე და ნელა დააწექით
- გაწიეთ ტუჩების კუთხეები ყურებისკენ
- დაუბრუნდით საწყის პოზიციას
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ
ვარჯიში #5: ხულიგანი
- გამოწიეთ ენა და აწიეთ მაღლა
- აწიეთ თავი მაღლა ნახევრად და მიარუნეთ მარჯვნივ
- აწიეთ ნიკაპი მაღლა 10 წამის განმავლობაში
- შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს
- შეასრულეთ ეს ვარჯიში ორივე მხარეს ხუთჯერ
ვარჯიში #6: ბებია
- გააღეთ პირი
- დაბალეთ ტუჩები კბილების უკან
- გაზარდეთ ზეწოლა და შეწიეთ ტუჩები პირში. გაჩერდით ასე 10 წამით
- გაიმეორეთ ვარჯიში თხუთმეტჯერ
ვარჯიში #7: რეზინი
- შემოიხვიეთ ხელები თავზე
- შემდეგ დაიდეთ ისინი თმის საზღვარზე შუბლის არეში
- გადაწიეთ თავი ოდნავ უკან ხელების გამოყენებით
- მიიღეთ ტუჩებით O ფორმა და გაჩერდით ასე 10 წამის განმავლობაში
- ამ ვარჯიშის დროს შუბლის დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ
- გაიმეორეთ ეს ვარჯიში ოცჯერ