ამ 5 მიზეზის გამო ჭაღარა თმის გაჩენის დაიგნორება არ შეიძლება

ჭაღარა თმა ასაკის მატების ბუნებრივი ასპექტია. ზოგიერთი მას მშვიდად ხვდება, ზოგი კი მის დამალვას ცდილობს. თუმცა, თუკი 30 წელზე უფრო ახხალგაზრდა ადამიანს ჭაღარა თმა გაუჩნდება, ეს საკმაოდ სერიოზული ნიშანია. ნახეთ რას აღნიშნავს ეს სიმპტომი:

გულის დაავადებები

აუცილებლად მიმართეთ კარდიოლოგს მაშინ, თუკი მამაკაცი ბრძანდებით და ჭაღარა თმის სწრაფ ზრდას შეამჩნევთ. მეცნიერების თქმით ეს ხშირად გულის დაავადებებს უკავშირდეა. ისინი ახალგაზრდულ ასაკში საწყის ეტაპზე სიმპტომებს არ ამჟღავნებენ, ამიტომაც ამისათვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია.

პეროქსიდის დაგროვება

როგორც წესი თმის ნაწილაკები მცირე ოდენობით წყალბადის პეროქსიდს გამოიმუშავებენ. თუმცა, მისი დაგროვების შედეგად თქვენი თმა შეიძლება გაუფერულდეს. ასეთი სინდრომის განკურნება იგივე მედიკამენტებითაა შესაძლებელი, რომელსაც კანის პიგმენტაციის პრობლემების სამკურნალოდ იყენებენ.

D3 და B12 ვიტამინების ნაკლებობა

ზოგჯერ ჭაღარა თმის გაჩენისგან თავის დაცვა ბალანსირებული დიეტის დაცვითაა შესაძლებელი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ D3 ვიტამინის ნაკლებობა მელანინის დაკარგვას იწვევს. იგივე ეხება B12 ბიტამინის ნაკლებობის შემთხვევასაც. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მელანინია პასუხისმგებელი კანისა და თმის ფერის შემადგენლობაზე.

მოწევა

მწეველებს არ უნდა გაუკვირდეთ ნაადრევი ჭაღარის გაჩენა. დამტკიცებულია, რომ მოწევა ჭაღარა თმის უფრო სწრაფად გაჩენას იწვევს მწეველებში იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც არ ეწევიან. ეს ჩვევა ასევე თმის ნაადრევ ცვენასაც იწვევს.

ნაადრევი გაჭაღარავება ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემებს არ ნიშნავს, ეს შესაძლოა გენების მიერაც იყოს გამოწვეული

ჭაღარა თმის გაჩენა შესაძლოა უბრალოდ თქვენი ორგანიზმის თავისებურებაც იყოს და არა ჯანმრთელობის პრობლემების სიმპტომი. მაგალითად თუკი თქვენს მშობლებს 30 წლის ასაკში უკვე ჰქონდათ ჭაღარ თმა, მაშინ თქვენც შეიძლება იგივე თავისებურება გაგაჩნდეთ და ნაადრევად გაჭაღარავდეთ. მეცნიერებმა ასევე ისეთი გენებიც აღმოაჩინეს, რომლებიც ჭაღარა თმის ნაადრევად გაჩენაზეა პასუხისმგებელი და მემკვიდრეობით გადაეცემა მომავალ თაობებს.