6 ძირითადი ნივთიერება, დანამატი, რომელიც 40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის აუცილებელია

ყველა ქალის ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი. დაბერების პროცესის შესაფერხებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. აუცილებელია ორგანიზმის საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს პრობიოტოკებით, D და B 12 ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმითა და ომეგა-3-ით მდიდარი საკვები პროდუქტები. მოცემული რჩევა განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა.

პრობიოტიკები

პრობიოტიკების გამოყენება აუცილებელია ნაწლავის ჯანმრთელობისთვის, რადგან მათი წყალობით შეგიძლიათ ნაწლავის სრულად გაწმენდა და კიბოს პრევენცია. გარდა ამისა, სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ასწრაფებს მეტაბოლიზმს.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს პრობიოტიკებით მდიდარი საკვები პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, დამწნილებული ბოსტნეული, ხილი და სხვა.

ომეგა-3

ცხიმების წვისა და სხეულის გაწმენდის სტიმულირების გარდა, ეს ცხიმოვანი მჟავა ძალიან მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაფერხებლად, რადგან ის ებრძვის თავისუფალ  რადიკალებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნაოჭების, ლაქების, აკნეს, ხალებისა და მეჭეჭების წარმოქმნაზე.

მაგნიუმი

ეს მინერალი პასუხისმგებელია სისხლის წნევის რეგულირებაზე და მთელი სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებაზე. მაგნიუმი ხელს უწყობს გულის გამართულ ფუნქციონირებას, აგაცილებთ  ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას და დიაბეტს.

ვიტამინი D

D ვიტამინის დეფიციტი დროს იზრდება დიაბეტის, გულის დაავადებებისა და კიბოს რისკი. ეს ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას.

კალციუმი

35-40 წელს გადაცილებულ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა პრობლემაა კალციუმის დეფიციტი. ეს  იწვევს ძვლების სიმყიფეს და იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. ამ მინერალის ნაკლებობა ორგანიზმში ასუსტებს იმუნურ სისტემას.

ვიტამინი B 12

ვიტამინი B 12 აუმჯობესებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს კუნთებს, სახსრებს და განაახლებს სისხლს. ვიტამინ B 12-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ნაწლავებისა და კუჭის პრობლემები, ადვილად დაღლა, განწყობისა და კოგნიტური ფუნქციის ცვლილებები.

დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, ხორცი და სხვა.