ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ იგი პრობლემის შემთხვევაში სიგნალებს გვიგზავნის მის აღმოსაჩენად. სამწუხაროდ ჩვენი უმრავლესობა ამ ნიშნებს აიგნორებს. ამიტომ წარმოგიდგენთ იმ სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა ისეთ სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს ნაადრევ სტადიაში, როგორიცაა კიბო:
კანის ნეოპლაზმა
ნეოპლაზმები კანის ან მკერდის კიბოს ნიშანია. სხვა სიმპტომები მოიცავს:
გამაგრებულ უჯრედებს მკერდის და იღლიის არეში.
კანის გამონაყარს, რომელიც არ უკავშირდება საჭმელზე ან კოსმეტიკაზე ალერგიას.
ნეოპლაზმის შუაში სველი გამონაყარის გაჩენას.
ხალის ზომის გაზრდა ან ფორმის შეცვლა.
გამუდმებული ხველა
ეს ნიშანი ფილტვების დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. მასთან ასოცირებული სხვა სიმპტომების სია ასეთია:
მადის დაკარგვა
წონის სწრაფი კლება
ბოლო სტადიების დროს ფილტვის კიბომ შესაძლოა სისხლიანი ხველა და სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს.
კანის ქავილი
ხშირ შემთხვევაში კანის ქავილი სიმსივნესთან არ ასოცირდება, თუმცა ეს კიბოს სიმპტომი რამდენიმე შემთხვევაში შეიძლება იყოს:
ნეოპლაზმის მიერ გენიტალიების ქავილის გამოწვევა.
ტვინის კიბომ შესაძლოა ცხვირის ნესტოების ქავილი გამოიწვიოს.
მუცლის აქტივობების შეცვლა
მუცლის კიბო შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
სისხლი განავალში.
ლორწოვანი ან ჩირქოვანი სეკრეციები.
სპონტანური დეფეკაცია.
სეკრეცია მოშარდვის დროს
ეს შეიძლება თირკმელის კიბოს ნიშანი იყოს. მას თან ახლავს ასეთი სიმპტომები:
სისხლის მოშარდვა.
ჰიპერტენზია.
ტკივილი თირკმელებში.
ქრონიკული სისუსტე.
სწრაფი გახდომა
წონაში სწრაფი და აუხსნელი კლება შესაძლოა მუცლის კიბოთი იყოს გამოწვეული. მისი სიმპტომები ასეთია:
ხორცის მიმართ ზიზღი.
ნაადრევი დანაყრება ( როდესაც ძალიან ცოტა ჭამეთ, თუმცა თავს დანაყრებულად გრძნობთ)
ანემია.
საჭმლის გადამუშავების პრობლემები.
ყელის ხშირი ტკივილი
ასეთი სიმპტომი შესაძლოა ხორხის კიბოს ნიშანი იყოს. მასთან ასევე ასოცირდება:
სუნთქვის და ყლაპვის სირთულე.
ყელში ნეოპლაზმის გაზრდის შეგრძნება.
სისხლის ამოხველება და პირში ცუდი სუნის გაჩენა.
ეს სიმპტომები არ უნდა გამოიყენოთ თქვენი თავის დიაგნოსტიკისთვის. თუმცა, მათი შემჩნევისას ისინი არ უნდა დააიგნოროთ და უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.