გამოცდილი მებოსტნეა ის, ვინც ულევი ცდის და შეცდომების წყალობით ყველა პრობლემის გადაჭრის გზებს პოულობს. სწორედ ასე შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა. წარმოიდგინეთ, რამდენად ამაყი იქნებით, როცა თქვენი მეთოდი ნამდვილად იმოქმედებს.
მსხვილი ნიორი
ნიორი ბევრ დიასახლისს უყვარს, რადგან ბევრ წარმოუდგენლად სასარგებლო თვისებებს ფლობს, რომელთა წყალობით თქვენ შეგიძლიათ განწყობა გაიუმჯობესოთ.
ასევე ნიორი ბევრი კერძის გემოს ხარისხს აუმჯობესებს და მათ განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ახალი კარტოფილი ნიორთან ერთად შესანიშნავი კერძია, რომელიც ამ მცენარის ყველა ფანს უყვარს.
ზამთრისთვის ბევრი ნივრის შესანახად უცილებლად უხვი მოსავალი უნდა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ხელით მოყვანილი ნიორი ბევრად უფრო კარგი და უსაფრთხოა, ვიდრე მაღაზიაში შეძენილი.
დღეს გიამბობთ, თუ როგორ გაზარდოთ მსხვილი ნიორი. გახსოვდეთ, რომ საქმე ეხება საშემოდგომო ნიორს და არა საგაზაფხულოს.
ხრიკები და რეკომენდაციები მსხვილი ნივრის გასაზრდელად
1. დარგვა
როგორ დავრგოთ მსხვილი ნიორი სწორად? მნიშვნელოვანია დარგვის სწორი დრო არ შეგეშალოთ. ნიორი ძალიან ადრე, მაგალითად შუა სექტემბერში არ დარგოთ, მაგრამ დიდხანს გაჭიანურებაც არ ღირს.
სცადეთ არა მხოლოდ კალენდრით, არამედ ამინდის პროგნოზით იხელმძღვანელოთ. ნიორი მდგრადი ყინვების დაწყებამდე 1 თვით ადრე უნდა დარგოთ. ასე ნიორი გაღვივებას ვერ მოასწრებს, მაგრამ კარგად გაფესვიანდება.
2. მოვლა
ბევრი რამ დამოკიდებულია ნიადაგზე, სადაც ნიორს რგავთ. თქვენ შეიძლება სასუქის გამოყენება არ დაგჭირდეთ, თუ ნიადაგი თავისთავად საკმაოდ კარგი და ნაყოფიერია.
თუ ნიადაგი ძალიან მჟავეა, სასურველია დარგვის დროს ცოტა ნაცარი დაუმატოთ. კვლები გაზაფხულზე გაწმინდეთ, სწორედ ამ დროს უფრო მეტი სარეველაა.
მორწყვის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ჭარბი სისველე ლპობას ხელს უწყობს, ხოლო აღმოცენების დეფიციტის გამო შეიძლება გაყვითლება და გახმობა დაიწყოს.
ყვავილოვანი ღეროები პრაქტიკულად ყველა აღმონაცენს მოაჭერით, როცა ისინი გამოჩნდებიან. შეგიძლიათ რამდენიმე თესლისთვის დატოვოთ.
3. მავნებლები
მცენარე ჯანმრთელი რომ იყოს და მავნებლებმა თქვენი მოსავალი არ გააფუჭონ, დარგვის ადგილის შეცვლა არ დაგავიწყდეთ. ერთსა და იმავე ადგილას ნიორი შეგიძლიათ 3-4 წლის შემდეგ დააბრუნოთ. ამ დროში ნიადაგი გაანაყოფიერეთ და მასზე მდოგვი ან გულყვითელა დარგეთ.
4. მოსავლის აღება
როგორც იქნა, ნიორი მომწიფდა. ერთი შეხედვით, უკვე მოდუნება შეგიძლიათ, თუმცა ასე არაა! დროა თქვენი მოსავლის კარგი გაშრობით დაკავდეთ. გახსოვდეთ, რომ საშემოდგომო ნიორი ძალიან ცუდად ინახება, ამიტომ გაშრობა აუცილებლად სჭირდება.
მოსავალი დროულად უნდა აიღოთ. ნივრის კვლებში შენახვა სახიფათოა. სჯობს ცოტა ადრე მოკრიფოთ.
ესეც, მარტივი წესები! მხედველობაში იქონიეთ, რომ ყველა რეკომენდაციის ბრმად მიდევნება არ ღირს. მებოსტნეობის სიბრძნე მხოლოდ დიდი გამოცდილებით მიიღება!