11 საჭმელი, რომლის ჭამისთვისაც ორგანიზმი მადლობას გადაგიხდით

როგორც აღმოჩმდა ავოკადოები და ბანანები უსამართლოთ იქნა ამოღებული დიეტებიდან. მათთან ერთად არსებობს კიდევ უამრავი პროდუქტი, რომელიც სინამდვილეში ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნახეთ რომელი პროდუქტების ჭამისთვის გადაგიხდით მადლობას თქვენი ორგანიზმი:

1. ხორბლის პური

ხორბლის პური B6 და B9 ვიტამინებს შეიცავს, რომელიც გააძლიერებს თქვენ ნერვულ სისტემას და ემოციურ მდგომარეობას დააბალანსებს. ამასთანავე ის თქვენი იმუნური სისტემის პროცესებსაც გააუმჯობესებს.

2. მოცვი

მოცვი უამრავ ვიტამინს შეიცავს, რომლებიც ძალიან აჯანსაღებენ კანის მდგომარეობას და გიცავენ მხედველობის გაუარესებისგან.

3. ავოკადო

ავოკადო ასტაბილურებს სისხლის წნევას და წარმატებით ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს, რითიც თქვენს გულს ეფექტურად იცავს.

4. სტაფილო

სტაფილო აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და გეხმარებათ ინფექციებთან ეფექტურად ბრძოლაში.

5. ბანანი

ბანანებზე უკეთ არცერთ პროდუქტს არ შეუძლია ჩვენ ორგანიზმში შაქრის დონის დაბალანსება. იგი ასევე სახამებელსაც შეიცავს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გვიჩენს დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს ჩვენს მადას.

6. თხილეული

თხილეული ბოჭკოების იდეალური წყაროა, რაც ეხმარება თქვენს კანს სისუფთავის და ტენიანობის შენარჩუნებაში. თხილეული სოკოვან ინფექციებს და მსგავს ნარჩენებს ორგანიზმიდან კანის გავლით გამოსვლაში უშლიან ხელს და სხვა გზებით გაშორებენ მათ.

7. წიწაკა

წიწაკა ამცირებს ქოლესტეროლის დონეს და ამსუბუქებს ანთებით პროცესებს. ის ასევე A, C და E ვიტამინის იდეალურ წყაროსაც წარმოადგენს, რაც თქვენი კანის ახალგაზრდულობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო.

8.ლობიო

ლობიოში არსებული კომპლექსური ნახშირწყლების და ცილების ნაზავი გლუკოზის იდეალურ წყაროს წარმოადგენს თქვენი ორგანიზმისთვის. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

9. სალათის ფოთლები

სალათის ფოთლების ჭამით ორგანიზმში ანთების წერტილების გააქტიურებას შეუშლით ხელს და ამით გულის დაავადებების განვითარებისგან დაიცავთ თავს. ისინი ასევე ბევრ რკინას შეიცავენ, რაც მნიშვნელოვანია თქვენი სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის.

10. ლეღვი

ლეღვი შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას, ცელულოზას, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, A, C, B1 და B12 ვიტამინებს, რის გამოც იგი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. იგი ასევე ძვლებში კალციუმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

11. კვერცხები

ქათმის კვერცხები შეიცავენ A, D, E, H, K, B1, B2, B3, B4, და B9 ვიტამინებს, თანაც ისინი სავსეა ამინომჟავებითაც, რაც მთავარ როლს ასრულებს თქვენი ორგანიზმის ფორმების სწორად ჩამოყალიბებაში.