იდეალური ფორმის წარბები წარბების არქიტექტორის რჩევებით

სად უნდა ამოიღოთ, სად უნდა შეიღებოთ, რომელი ფორმა აირჩიოთ? ასეთ კითხვებს ხშირად სვამენ ქალები, როცა სარკეში საკუთარ წარბებს უყურებენ. უფრო ქალური და მიმზიდველი რომ გახდეთ, სახეზე მუდმივად უნდა იზრუნოთ. აქ, წარბებს წამყვანი პოზიცია უკავიათ და მთელ სახეზე ტონს ქმნიან!

ჩვენს სუპერ აქტიურ სამყაროში სილამაზის სალონში წასასვლელად დროის გამოყოფა რთულია, ამასთან სერვისი იაფი არ ღირს. სწორედ ამიტომ, სახლის პირობებში წარბების კორექციის საკითხი საკმაოდ აქტუალურია.

დღეს თქვენთვის მოკლე, უნივერსალური ინსტრუქცია მოვამზადეთ, რომლის დახმარებით იდეალური წარბების მიღებას მხოლოდ 3 წუთში შეძლებთ. მოდის ვიზაჟისტების რჩევების გამოყენებით თქვენი სახე წარმოუდგენლად გამოხატული გახდება.

როგორ მივიღოთ იდეალური წარბები

ჯიმენა გარსია – საკუთარი სტუდიის დამაარსებელი და სპეციალისტი, რომლის მომსახურებით ამერიკელი ვარსკვლავები ხშირად სარგებლობენ. მან წარბების სწორად ფორმირების მარტივი სახელმძღვანელო შექმნა.

1. რბილი ფანქრით ან ტუშით წარბები კარგად შეიღებეთ. მთავარია: პიგმენტი არა კანზე, არამედ თმაზე უნდა გადანაწილდეს.

2. თეთრი ქაღალდი თმაზე დაიდეთ და კარგად დააჭირეთ იმისთვის, რომ საკმაოდ ზუსტი ანაბეჭდი მიიღოთ. სწორედ ასე გამოიყურება თქვენი წარბები.

3. მიღებულ ანაბეჭდზე წარბის „სხეული“ აღნიშნეთ. ეს შუა ნაწილია, რომელზეც კორექცია არ უნდა მოახდინოთ. ასევე აღნიშნეთ თმის ღეროები წარბის დასაწყისსა და ზედა კუთხეებში, რომლებიც აშკარად ზედმეტად გამოიყურება.

4. მთავარია – დროულად შეჩერდეთ!

5. ზედმეტი თმის ამოღების შემდეგ წარბი ბუნებრივად გამოიყურება, სწორ ფორმას და ზუსტ კონტურს იძენს. მოვლილი წარბების შესანარჩუნებლად წარბები ყოველდღე სპეციალურ გელში ან გამაძლიერებელ ზეთში დასველებული ჯაგრისით დაივარცხნეთ.

ასეთი ინსტრუქცია ნებისმიერი ქალისთვის უბრალოდ ოქროს აღმოჩენის მსგავსია. ახლა უკვე იცით, რომ დახვეწილი წარბების მიღება სახლის პირობებშიც მარტივად შეიძლება.

ვერ მოვითმინე და საკუთარ თავზე გამოვცადე. შესანიშნავად გამომივიდა! გახსოვდეთ: ლამაზი წარბები მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც თქვენი სახის სრულად შეცვლა შეუძლია. სცადეთ, მათი დახმარებით თქვენს ხედვას სასურველი ძალა და მიმზიდველობა შემატოთ.