როდესაც ირკუტსკის რეგიონულ საავადმყოფოში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე მივედი, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევის მქონე პაციენტების დანახვაზე ძალიან შევშინდი.
ექიმმა მირჩია ჩიყვისთვის 5%-იანი იოდის ხსნარით მეკურნალია.
ერთ დღეს იოდი მარცხენა მკლავსა და მარჯვენა ბარძაყზე წავისვი.
მეორე დღეს კი მარჯვენა მკლავსა და მარცხენა ფეხის ბარძაყზე წავისვი იოდი. თავდაპირველად იოდი ძალიან სწრაფად იწოვებოდა, ამიტომაც მას ყოველდღიურად ვიყენებდი.
ორგანიზმში იოდის ნაკლებობისას ძალიან სწრაფად ვიღლებოდი, ფარისებრი ჯირკვალი ფართოვდებოდა, დაბალი მეტაბოლიზმი მქონდა.
შემდეგ შევამჩნიე, რომ კანი იოდს უფრო და უფრო ნელა იწოვდა, ამიტომ, როგორც კი იოდი კანიდან გაქრებოდა, კვლავ ვისვამდი მას 2-3 დღეში ერთხელ.
მთლიანობაში, ამ პროცედურას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიტარებდი. როდესაც ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე მივედი, ჩიყვი საერთოდ გამქრალიყო.
ჩიყვისგან გათავისუფლების ეს მეთოდი ძალიან იაფი, ხელმისაწვდომი და მარტივია. რაც მთავარია, თქვენ თავადვე შეგიძლიათ დაარეგულიროთ სხეულში იოდის საჭიროება.
იოდის ნაკლებობა და მისი გამოვლინება
იოდის ნაკლებობის გამო, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების “სამშენებლო ელემენტს” წარმოადგენს, ორგანიზმში, როგორც წესი, თავს იჩენს ჰორმონალური დარღვევები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ ავლენს სიმპტომებს.
ამის გამო, იოდის დეფიციტს ხანდახან ფარულ შიმშილს უწოდებენ, ხანდახან იგი ბევრი დაავადების ნაკლებად შესამჩნევი მიზეზი ხდება.
ჩიყვს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ფორმირება, როგორც კი ორგანიზმი იოდის დეფიციტს იგრძნობს.
ჩიყვის ენდემიის ნიშნები გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა და ცხვირში კვანძური ჩიყვის ფორმირება. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ეს გამოვლინებები შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და აუტოიმუნურ თირეოტიდში გადაიზარდოს.
იოდის პროფილაქტიკის არარსებობის მიზეზი ხშირად არის 20-30 წლის წინ იოდის შემცველი პროდუქტების არასაკმარისი გამოყენება (როგორიცაა რძე, თევზი, ხორცი) და საბოლოოდ, ქვეყანაში ზოგადი გარემოს მდგომარეობის გაუარესება.
ამ ფაქტორების კომბინირებული ეფექტი, როგორც წესი, იმდენად ძლიერია, რომ ფარისებრი ჯირკვლის კომპენსაციურ ზრდას არ შეუძლია მისი ფუნქციის სრული ნორმალიზება.
ალბათ, ბევრს აინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე სერიოზული განსხვავება გაფართოებულ და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ზომის მქონე ადამიანებს შორის. განვიხილოთ ბავშვების მაგალითი.
დამტკიცდა, რომ ბავშვები გადიდებული ჩიყვით უფრო ცუდად ვითარდებიან სექსუალური და ფიზიკური მხრივ, ხშირად ავადდებიან, აქვთ გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებები და ცუდად სწავლობენ. ბევრ მათგანს უვითარდება ჭკუასუსტობა (დემენცია), უქვეითდებათ სმენა, ვიზუალური მხედველობა და მეტყველება.
ამ ბავშვებში ფსიქიკური განვითარების კოეფიციენტი ნორმაზე 15%-ით ნაკლებია, მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ზომის მქონე ბავშვებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უკეთესი და მაღალია.
რაც შეეხება ხანდაზმულ ადამიანებს, მათში ენდემური ჩიყვის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ არსებობს ათეროსკეროზული გამოვლინებების და კარდიოვასკულური დარღვევების ადრეული გამომვლინების საშიშროება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაცილებით სერიოზული პრობლემები.
იოდის დეფიციტის გამოვლინება შეიძლება ემოციური, კარდიოლოგიური, ანემიური, იმუნოდეფიციტური, ოსტეოქონდროზული, ბრონქო-პულმონური, გინეკოლოგიური და შეშუპებითი ფორმით გამოიხატებოდეს.