პლანკები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიშია, რომელიც სახლში შეგიძლიათ შეასრულოთ. მის გაკეთებას ბევრი დრო და შრომა არ სჭირდება, თუმცა შედეგს მალე დაინახავთ. ნახეთ რა მოხდება მათი ყოველდღიურად გაკეთების შემთხვევაში:
ძირითადი კუნთების გაძლიერება
პლანკის კეთებისას ვარჯიშში მონაწილეობას კუნთების ყველა მთავარი ჯგუფი იღებს. ამ დროს განსაკუთრებით მუცლის კუნთები ძლიერდება, რაც უფრო მძიმე წონების აწევის საშუალებას მოგცემთ.
მცირდება ზურგის და ხერხემლის დაზიანების რისკი
პლანკი ისეთი ვარჯიშია, რომელიც კუნთებს აძლიერებს ხერხემლის არასაჭირო დაჭიმვის გარეშე. მათი რეგულარული შესრულება ამცირებს ზურგის ტკივილებს და ხერხემლის, განსაკუთრებით მისი ზედა ნაწილის გაძლიერებას იწვევს.
მეტაბოლიზმის აჩქარება
ყოველდღიურად პლანკების კეთება სხვა ტრადიციულ ვარჯიშებზე უფრო მეტ კალორიას წვავს. ეს განსაკუთრებით მათთვისაა სასარგელო, ვინც აქტიური ცხოვრების წესით არ ცხოვრობს. სამსახურამდე ან მის შემდეგ გაკეთებული 10 წუთიანი ვარჯიშები მეტაბოლიზმის დონეს აამაღლებს, რის ეფექტსაც მთელი დღე იგრძნობთ, ძილშიც კი.
პოზის გაუმჯობესება
ასეთი ვარჯიშების შემდეგ წელში გასწორდებით სიარულისას და ასევე გაგიძლიერდებათ მუცლის, ზურგის, კისრის, მხრების და მკერდის კუნთები, რის გამოც მოხრის ჩვევა გაგიქრებათ.
კოორდინაციის გაუმჯობესება
ამ ვარჯიშის ხშირად კეთებით გაიუმჯობესებთ ბალანსის შენარჩუნების უნარს და გაიძლიერებთ მუცლის კუNთებს.
ელასტიურობა
ასეთი ვარჯიშისას იწელება მხრების ლავიწის კუნთები, ასევე ვითარდება ბიცეპსის კუნთები. ასევე უფრო ელასტიური ხდება ფეხები და მისი თითები.
ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება
ეს ვარჯიში ჩვენს ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. იგი წელავს და ამშვიდებს კუნთებს, რომლებიც როგორც წესი სტრესისგანაა გაჭიმული და ორგანიზმის დაძაბულობას იწვევს. ამის გამო პლანკი შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების გაქრობაში გეხმარებათ მაშინ, როდესაც მას ყოველდღიურად ასრულებთ.