3 დღეში სხეული ზედმეტი შაქრისაგან რომ გაიწმინდოთ, მხოლოდ კვების ამ რეჟიმის დაცვაა საჭირო

მართალია, შაქარი გემრიელი საკვებია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, რადგან ის ნელ-ნელა ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს. შაქრის რეგულარულად მოხმარება უამრავ დაავადებას იწვევს, რომლებიც თანდათან აუარესებს ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან მის ქიმიურ ნაერთებს ადვილად იწოვს ქსოვილები.

უმჯობესია, გამოიყენოთ ნატურალური შაქარი, ვინაიდან ეს პროდუქტი ორგანიზმს უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებებით.

შემოგთავაზებთ უმარტივეს გამწმენდ მეთოდს, რომლის საშუალებითაც უმოკლეს დროში, სულ რაღაც 3 დღეში, შეძლებთ ორგანიზმის შაქრის მარაგისგან გაწმენდას, უარს იტყვით შაქრის მოხმარებაზე და მთლიანად შეცვლით თქვენს ცხოვრებას.

გამწმენდი მეთოდი უმარტივესია. მიჰყევით მოცემულ მითითებებს და მიღებული შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით.

1 დღე  

1-ლი დღე არის ყველაზე რთული, რადგან იცვლება კვების რეჟიმი. სასურველი შედეგისა და მაქსიმალური სარგებელის მისაღებად, ზედმიწევნით უნდა დაიცვათ ყველა მითითება.

საუზმე: აუცილებლად მიიღეთ მაღალი ენერგეტიკული და უცხიმო საკვები. მიირთვით შვრიის ფაფა (მოსამზადებლად დაგჭირდებათ 4-5 ს. კ. შვრიის ფანტელი) თხილით ან ვაშლით. შვრია შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ 3 მოხარშული კვერცხითა და ბოსტნეულით. დალიეთ უშაქრო ყავა ან ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.

საუზმესა და სადილს შორის მიიღეთ ერთი მუჭა თხილი. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მთელი მარცვლეულის კრეკერით ან  პურით.

სადილი: ქათმის მკერდი ბოსტნეულით.

ვახშამი: მოთუშული ბროკოლი ღუმელში მომზადებული თევზით.

მე-2 დღე

როდესაც ამ მომენტამდე მიხვალთ თქვენი გონება და კუჭი მიჩვეული იქნება ცვლილებებს და დიეტის გაგრძელება აღარ გაგიჭირდებათ.

საუზმე: შვრიის ფაფა მარწყვით ან თქვენთვის სასურველი სხვა კენკრით. შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ათქვეფილ კვერცხში მოთუშული ისპანახით.

სადილი: მოხარშული ყაბაყი პაპრიკასთან ერთად.

ვახშამი: თევზი გამომცხვარი ან მოხარშული და ბოსტნეული.

მე-3 დღე

ეს ყველაზე მსუბუქი დღეა. მიეჩვიეთ იმ აზრს, რომ არ გჭირდებათ რაფინირებული შაქრის მოხმარება. გრძნობთ სიმსუბუქეს,  ენერგიისა და ძალის მოზღვავებას. ეს შთაგაგონებთ, რომ საერთოდ უარი თქვათ შაქრის მოხმარებაზე.

საუზმე: შვრიის ფაფა ნუშითა და კენკრით.

კვებათა შუალედში ერთი მუჭა თხილი.

სადილი: მოამზადეთ ქათმის ბარკლები, დახვეწილი არომატისთვის დაამატეთ ორეგანო და როზმარინი.

სამხარი: სოკოს წვნიანი სტაფილოთი, ხახვით, ნიახურით და შეაზავეთ თქვენთვის სასურველი სანელებლებით.

კვებათა შორის სვამთ მხოლოდ წყალს და მინერალურ წყალს. ამ გზით ბევრად უფრო სწრაფად გამოდევნით ტოქსინებს ორგანიზმიდან.