ნახეთ რა მოხდება თუ 1 თვე ყავას არ დალევთ

0
1294

უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველ დილას ყავის სმით ვიწყებ და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. თუმცა, მაინც მაინტერესებს ის, თუ რა მოხდება ყავის სმის შეწყვეტის შემთხვევაში. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, ამიტომაც გადავწყვიტე ეს ჩემით შევამოწმო და შესაბამისად სწორედ ასეთი ექსპერიმენტის შედეგებს გიზიარებთ:

პირველი კვირა: პირველი დღე ყველაზე რთული იყო. ვერ ვახერხებდი კონცენტრირებას და მხოლოდ ძილი მსურდა. კვირის განმავლობაში სხვადასხვა პროდუქტი ვცადე – მწვანე და ხილის ჩაი, ხილის და თხილის სალათები. ზოგიერთი მათგანი ძალიან დამეხმარა.


მეორე კვირა: კვირის დასაწყისში ყავის დალევის დიდი სურვილი მქონდა და კინაღამ დავნებდი მას. თუმცა, ცდუნებას გავუძელი და ამით ვამაყობ.
მესამე კვირა: ღამით დაძინება უფრო მიადვილდებოდა და ლოგინში უაზროდ წოლის პრობლემაც აღარ მქონდა. ეს მართლაც ფუფუნება ყოფილა.


მეოთხე კვირა: სამსახურში წასასვლელად დილას ადგომა უფრო გამიადვილდა. ყოველდღე დილის 6 საათზე ადგომა მჭირდება ყველაფრის მოსასწრებად და აქამდე მაღვიძარას რამდენჯერმე ვაპაუზებდი, თუმცა ახლა ლოგინიდან ადგომა უფრო ადვილია.

რა შედეგები მომცა ამ ექსპერიმენტმა:

უკეთესი ძილი – ახლა უფრო უკეთ მძინავს და თავს დასვენებულად ვგრძნობ 6 საათიანი ძილის შემდეგ. მხოლოდ ესეც კი საკმარისია ყავაზე უარის თქმისთვის.
მეტი ენერგია – როგორც აღმოჩნდა დასვენებულ სხეულს ყავა არ სჭირდება გამოსაფხიზლებლად. თანაც ვატყობ, რომ ზოგადად უფრო მშვიდი გავხდი.
უკეთესი ვიზუალი – ჯანსაღი ძილის წყალობით უფრო ლამაზად გამოვიყურები და თვალების ქვეშ შავი წრეებიც გამიქრა.
დამოკიდებულებისგან გათავისუფლება – ვაღიარებ რომ ექსპერიმენტის შემდეგ ორ სხვადასხვა კაფეს ვესტუმრე ყავის დასალევად და როგორც აღმოჩნდა, ეს არცისე განსაკუთრებული შედეგით დასრულდა. არვიცი რატომ მომწონდა ყავა აქამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა: როგორც აღმოჩნდა ყავა არ იყო ის, რაც ასე ძალიან მიყვარდა. მე მომწონდა მისი მოხარშვისა და დალევის რიტუალი დილაობით და სამსახურში.

მთავარი ისაა, რომ ყოველდღიური რუტინების შესრულებისას პატარა სიამოვნების მიღება გვჭირდება. ეს შეიძლება იყოს ყვავილები, ჯანჯაფილის და თაფლის ჩაი ან ნებისმიერი სხვა რამე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here