თმის გაცხიმიანების ან დამტვერვის გამო მისი ხშირად დაბანა შეიძლება მოგვინდეს. თუმცა, ამან ჩვენი თმის უფრო მეტად გაჭუჭყიანება შეიძლება გამოიწვიოს, რადგან ხშირი დაბანა მისი ფოლიკულების სტიმულაციას იწვევს. ამიტომ წარმოგიდგენთ 9 მეთოდს, რომელიც თმის ხშირი დაბანის პრობლემისგან გაგათავისუფლებთ:
გადადუღებული წყლის გამოყენება
ჩვეულებრივი წლისგან განსხვავებით ასეთი წყლით თმის დაბანა მის სისუფთავეს მეორე დღისთვისაც შეინარჩუნებს. დასაბანი წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 38 გრადუსი.
შეამცირეთ პროდუქტების ხმარება
თმის ზეთები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ კვირაში რამდენჯერმე, ხოლო სპრეი და მაზი იხმარეთ მცირე რაოდენობებით. გამაჯანსაღებელი პროდუქტების ხშირი ხმარება თმას უფრო ამძიმებს და აჭუჭყიანებს.
დაივარცხნეთ თმა უფრო იშვიათად
თმის ფოლიკულების და ჯირკვლების მიერ მეტი ცხიმის გამოყოფის პროცესს მისი ხშირი დავარცხნა ასტიმულირებს, რის გამოც ამისგან თავი უნდა შეიკავოთ. ასევე გამოიყენეთ ისეთი სავარცხელი, რომელიც ნაკლებად შეეხება თავის ქალას.
ბუნებრივი სტილი
თუკი თმის ყოველი ღერის იდეალურად გასწორებას არ შეეცდებით სპრეის და მაზების დახმარებით, მეორე დღეს უფრო სუფთა და ლამაზი თმა გექნებათ. შეუხამეთ ვარცხნილობები თმის ბუნებრივ ფორმებს.
გამოიყენეთ სწორი შამპონი
SLS ის ელემენტია, რომლის გარეშე დამზადებული შამპონებიც ნაკლებად ქაფდება, თუმცა მაინც მარტივად აშორებს თქვენს თმას მტვერს. ამიტომ სჯობს შეარჩიოთ ამ პროდუქტის გარეშე დამზადებული შამპონები.
შეამცირეთ ტემპერატურა
თმის გასწორების ან დახვევის, მისი თმის საშრობი ფენით გამშრალების და მსგავსი პროცედურების დროს გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალი ტემპერატურა, რადგან მაღალი სიმხურვალე ჯირკვლებს თმის დასაცავად უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას აიძულებს.
თავის კანის პილინგი
ეს პროცედურა კანის მკვდარ უჯრედებს და ჯიუტად ჩამჯდარ მტვერის ნაწილაკებს გაშორებთ თავის ქალიდან, რითაც ასევე უფრო ჯანსაღი თმის ზრდას იწვევს.
შეცვალეთ ბალიშის გადასაფარებელი ხშირად
ბალიშები თქვენი თმიდან და თავის ქალიდან ცხიმებს იწოვენ და მათ ზედაპირზე ასევე თმის მოსავლელად გამოყენებული პროდუქტების ნარჩენებიც რჩება. ასეთი ბაქტერიები თქვენს თმას ადვილად აჭუჭყიანებს, რის გამოც ბალიშის გადასაფარებელი კვირაში ერთხელ უნდა შეცვალოთ მინიმუმ.
დაიცავით თქვენი თმა გაყინვისგან და გახურებისგან
დაიფარეთ ქუდი ზაფხულშიც და ზამთარშიც. სიცივე და სიცხე თქვენს კანს უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას აიძულებს მის დასაცავად. სწორედ ამიტომ შეიძლება გახდეს თქვენი თმის ძირები უფრო ცხიმიანი, მისი ბოლოები კი პირიქით უფრო მშრალი და სუსტი.