შაქრის შემცვლელი 10 პროდუქტი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას დაიცავს

ჯანსაღი ცხოვრების დაწყების მსურველებს ყოველთვის შაქრის ნაკლები რაოდენობით მიღებას ურჩევენ. ამ გემრიელი პროდუქტის 100 გრამი 398 კალორიას შეიცავს, რის გამოც მისი მიღება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. სწორედ ამიტომ სჯობს მისი ჩანაცვლება ასეთი სასარგებლო პროდუქტებით:

ქოქოსის შაქარი

ეს შაქარზე უფრო გემრიელი პროდუქტი მაღალი ენერგიული ღირებულების მიუხედავად უფრო მარტივად იხსნება ორგანიზმში დაბალი გლიკემიური ინდექსის გამო.

ქერის ალაო

ეს პროდუქტი თქვენს მეტაბოლიზმს აუმჯობესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და მხედველობასაც კი გიუმჯობესებთ. მისი გამოყენება შესაძლებელია ცომის მომზადებისას.

აგავას სიროფი

ეს სიროფი შაქარზე უფრო მეტ კალორიას შეიცავს, თუმცა მისი უფრო ტკბილი გემოს გამო შეგიძლიათ ბევრად უფრო ნაკლები რაოდენობით იხმაროთ. იგი ასევე უფრო ჯანსაღია პოტასიუმის, კალციუმის და რკინის შემცველობის გამო.

მოლასი

სქელი და ტკბილი პროდუქტი მდიდარია მინერალებით და B ვიტამინით, თანაც ძალიან გავს შაქარს გემოთი. იგი შეგიძლიათ დაუმატოთ ტკბილეულს.

ფინიკი

ეს გემრიელი ხელი შეგიძლიათ მიირთვათ ნამცხვრების მაგივრად, ან დაამზადოთ მისგან ტკბილი სიროფი, რომლის დამატებაც ყველაფრისთვისაა შესაძლებელი.

თუთის სიროფი

ეს სიროფი თუთის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, თანაც იგი ძალიან განსაკუთრებულ და სპეციფიურ გემოს აძლევს საჭმელებს.

სორგუმის შაქარი

ტკბილი სორგუმის მცენარეებისგან დამზადებული შაქარი ჩინეთში ფართოდ გამოიყენება მისი დადებითი თვისებების გამო. იგი ასევე შაქრის კალორიების რაოდენობის მხოლოდ ნახევარს შეიცავს. მისი დამატება შეგიძლიათ ცომის და დესერტების მომზადებისას.

თხევადი ყურძნის შაქარი

ყურძნის შაქარი ძალიან ცოტა კალორიებს შეიცავს და მისი გამოყენებით დამზადებული ცომეული, დესერტები და მარინადებიც კი ბევრად უფრო გემრიელი გემოთი გამოირჩევა.

ნეკერჩხლის სიროფი

ნეკერჩხლის სიროფი კალორიების დაბალი შემცველობით გამოირჩევა და ასევე ამცირებს კიბოს და დიაბეტის გაჩენის რისკებსაც. მისი დამატება შესაძლებელია ცომის, სალათების და მარინადების მომზადებისას.

სტევია

წონის გაკონტროლების მსურველებისათვის ეს პროდუქტი ყველაზე სასარგებლოა. მისი 100 გრამი მხოლოდ 18 კალორიას შეიცავს, თუმცა იგი მაინც ოცდახუთჯერ უფრო ტკბილიკა, ვიდრე შაქარი. მისი გამოყენება ნებისმიერი სახითაა შესაძლებელი ჩვეულებრივი შაქრის ნაცვლად.