კანის მოვლის 8 არასწორი ჩვევა, რომელიც უფრო სწრაფად გაბერებთ

0
820

ზოგჯერ ბევრს გონია, რომ კანის გაჯანსაღებისთვის და მისი სილამაზის დასაბრუნებლად ძალიან ძვირიანი პროცედურების ჩატარებაა საჭირო. თუმცა, რეალურად ეს ასე არ გახლავთ. ჩვენ წრმოგიდგენთ იმ შეცდომების სიას, რომლების თავიდან არიდებაც თავისით გამოასწორებს თქვენი კანის მდგომარეობას და მის ახალგაზრდულობას დიდი ხნით შეგინარჩუნებთ:

სახის ნიღაბის მასაჟი

სახის გახეხვა ნიღბების საშუალებით კანის ზედაპირის დაზიანებაა შესაძლებელი, რის გამოც სჯობს იხმაროთ მჟავის შემცველი პროდუქტები, რომლებიც თვითონ უჯრედების შიგნით ჩასულ ჭუჭყს მოგაშორებენ სახის კანიდან.

მხოლოდ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის გამოყენება

სამწუხაროდ ნაოჭების მთლიანად მოშორება მხოლოდ ქირურგთან ვიზიტითაა შესაძლებელი. თუმცა, მათი გაჩენის პროცესების სამომავლოდ გადასადებად შეგიძლიათ იზრუნოთ კანის დატენიანებაზე რეგულარულად.

სახის დაბანის შემდეგ მისი პირსახოცით გაშრობა

ნუ გაიხეხავთ დაბანის შემდეგ სახეს პირსახოცით, რადგან ამან შეიძლება კანი დააზიანოს. უბრალოდ ნაზად მიადეთ სახე პირსახოცს და შემდეგ მიეცით საშუალება მას გაშრეს ჰაერის საშუალებით. ასევე იხმარეთ სპეციალური პირსახოცი მხოლოდ სახისთვის.

დაძინება ჩამოშვებული თმით

თმაზე უამრავი მტვერი და ცხიმია, რასაც სახის კანის დაზიანება შეუძლია.

ბალიშის გადასაფარებლისთვის ურადღების მიქცევა

ბალიშის გადასაფარებელს რეგულარულად უნდა მოაშოროთ მტევრი, მკვდარი კანის უჯრედები და მტვრის ტკიპები.

თიხის ნიღბების დაიგნორება

თეთრი თიხა უნივერსალური საშუალებაა ნებისმიერი კანის ტიპის სამკურნალოდ. იგი მას უფრო ლამაზ ვიზუალს ანიჭებს და ფორებსაც წმენდს მტვრის ნარჩენებისგან.

არ ჭამთ საკმარის ხილს და ბოსტნეულს

ამ საჭმელებს შეუძლიათ თქვენი კანის გალამაზება მათი უნიკალური ეფექტების საშუალებით:

ბროკოლი – ამცირებს სახის შეშუპებას და კანის სიწითლეს მზეზე ყოფნის შემდეგ
პამიდორი და გარგარი – ეს პროდუქტები გიცავენ საზიანო ულტრაიისფერი სხივებისგან
სტაფილო და ატამი – მათი რეგულარული ჭამით მზის აბაზანების ჩანაცვლება შეგიძლიათ

თქვენ მალავთ პრობლემებს მათი მოგვარების ნაცვლად

თუკი აკნეს და მსგავსი პრობლემების დასაფარად მაკიაჟის გამოყენება ხშირად გჭირდებათ, მაშინ დროა ექიმს მიმართოთ კანის პრობლემების მოსაგვარებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here