ბურახის რეცეპტი, რომელსაც ზაფხულში კასრებში ყველგან ყიდიან

0
152

ზაფხული ბურახის გარეშე რთული წარმოსადგენია. ჩვეულებრივ, წლის ამ დროს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგიძლიათ ამ გამაგრილებელი სასმელის კასრები იპოვოთ. აი, მის ხარისხში ყოველთვის დარწმუნებული ვერ იქნებით. სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ შინაურული ბურახი, რომელიც შეძენილს გემოთი არაფრით ჩამოუვარდება.

როგორ მოვამზადოთ შინაურული ბურახი

ბურახი კარგია იმით, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა ინგრედიენტი და დრო სჭირდება. ამასთან მასში შემავალი ვიტამინების და მიკროელემენტების წყალობით იმუნიტეტს აძლიერებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს.

ინგრედიენტები:

  • 5 ლ წყალი
  • 2 ს/კ ვარდკაჭაჭა (დანამატების გარეშე)
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 650 გრ შაქარი
  • 6 გრ საფუარი

მომზადება:

1. ცივ წყალში ვარდკაჭაჭა, ლიმონის მჟავა და შაქარი ჩაყარეთ. ინგრედიენტების გახსნამდე კარგად აურიეთ.

2. მიღებული ხსნარი გაზქურაზე დადგით. ადუღების შემდეგ გაზი გამორთეთ და ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ.

3. შემდეგ სითხეს საფუარის 11-გრამიანი შეფუთვის ნახევარი დაუმატეთ. 3-4 საათით ქაფის გაჩენამდე დააყენეთ.

4. როგორც კი ქაფი გაჩნდება, სასმელის გემო გასინჯეთ. ამ ეტაპზე ბურახი უკვე უნდა მიიღოთ, მაგრამ არა ცივი. შემდეგ ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში გასაგრილებლად შედგით. მზადაა!

როგორც ხედავთ, საყვარელი სასმელის სახლის პირობებში მომზადება საკმაოდ მარტივია. ახლა მცხუნვარე დღეებში წყურვილს გემრიელად მოიკლავთ. რეცეპტი შეინახეთ, რომ თქვენს სასადილო მაგიდაზე ახალი, საკუთარი ხელით მომზადებული ცივი ბურახი ყოველთვის იყოს. წარმატებებს გისურვებთ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here