თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია, დროულად იზრუნეთ არტერიების გაწმენდაზე

527

ცუდი სისხლის მიმოქცევა-ეს ორგანიზმისთვის საგანგაშო პრობლემაა, რომელიც დუყონებლივ უნდა მოიგვაროთ. პირველ რიგში კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა, დაწყებული დაბალი არტერიული წნევიდან, დამთავრებული გულის პრობლემებამდე. განსაკუთრებით კი დიაბეტიანი პაციენტებისთვის არის ეს დავადება ძალიან საშიში.

რა იწვევს არტერიების გაჭედვას?

  • მოწევა
  • მემკვიდრეობით გადაცემა
  • სიმსუქნე

სხეულის ყველა ორგანოს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის სჭირდება სისხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები ნივთიერებები არ ნაწილდება ორგანიზმში. ყველაზე მეტად ზარალდება გული, ტვინი და პაციენტს შეიძლება განუვითარდეს პერიფერიული არტერიული დაავადებები.

მრავალი წლის განმავლობაში ნალექები შეიძლება გამკვრივდეს,  გაიჭედოს არტერიაში და ნელ-ნელა გაანადგუროს ორგანიზმის ფუნქციები.

არტერიების პრობლემების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ფეხების ტკივილი
  • ფეხების შეშუპება
  • თმის ცვენა და მტვრევადი ფრჩხილები
  • ცივი ხელები და ფეხები
  • დაღლილობა
  • ერექციული დისფუნქცია
  • ხელების ან ფეხების დაბუჟება

გაითვალისწინეთ, რომ ეს სიმპტომები ხშირად არც ისე შესამჩნევია, ამიტომ თუ ეჭვობთ დაავადებაზე, აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

ავადმყოფობის მკურნალობა და პროფილაქტიკა:

  1. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით, თანდათანობით გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.
  2. ბუნებრივი დიეტა.
  3. უარი თქვით მოწევაზე და ალკოჰოლზე.
  4. გამოიყენეთ ჯანჯაფილი და ნიორი.
  5. საკვებ რაციონს დაამატეთ E ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ნიგოზი. ნუში, მზესუმზირა.
  6. მიირთვით ხილი და ბოსტნეული რათა ორგანიზმი გაიჯეროთ C, D და E ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, სელენით.
  7. ისეირნეთ ფეხით კვირაში მინიმუმ 3-ჯერ; დაიწყეთ 15 წუთიდან და გაზარდეთ 40 წუთამდე.

დააკვირდით დაავადების ყველა ნიშანს, გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.